რატომ თქვეს უარი მუსულმანებმა და იუდეველებმა ღორის ხორცზე
რატომ თქვეს უარი მუსულმანებმა და იუდეველებმა ღორის ხორცზე
ბეკონი, ძეხვი, სოსისი - ერთი შეხედვით ამათზე უარის თქმა არ არის ადვილი. სინამდვილეში ისტორია ცხადჰყოფს, რომ ახლო აღმოსავლეთში ღორის ხორცი პოპულარული იყო ძვ. წ.აღ-ით პირველ ათასწლეულამდე. რამ აიძულა ადგილობრივი მცხოვრებლები ღორის ხორცის მიღებაზე უარი ეთქვათ?

ამ ფენომენის კვლევით მრავალი მკვლევარი იყო დაინტერესებული საუკუნეების მანძილზე და მრავალი ახსნა იქნა შეთავაზებული. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ახსნა მიუთითებს მომთაბარე ცხოვრების წესზე. ღორები საკმაოდ პრეტენზიულები არიან ცხოვრებაში, ხოლო საცხოვრებელი სახლის მუდმივი ცვლის დროს მათი ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაყვანა ძნელია და უფრო მეტად რთული კი მათი
ურიკებით ტრანსპორტირებაა.

სხვა ვერსია წყლის მოთხოვნილებას ეყრდნობა: ძაღლებს საკმაოდ ბევრი წყალი სჭირდებათ. უწყლო რაიონებში ეს
შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი ყოფილიყო. მაგრამ ამერიკელი ანთროპოლოგის, რიჩარდ რედდინგის აზრით, ეს ყველაფერი მთავარი მიზეზის მხოლოდ დეტალებია: ღორები დამარცხდნენ ქათმებთან კონკურენციაში.

ერთის მხრივ, ფრინველების შენახვა და ერთი ადგილსამყოფელიდან მეორეში გადაყვანა შედარებით მარტივია. მეორეს მხრივ, ისინი ბევრად ნაკლებ წყალს იყენებენ და ამასთან, აწარმოებენ არა მხოლოდ ხორცს, არამედ იმდენად ძვირფას დიეტურ პროდუქტს, როგორიცაა კვერცხი. და ბოლოს, დაკლული ქათმის შეჭმა ორ საათშიც შეიძლება და ეს პატარა ოჯახს სრულიად ადვილად შეუძლია, როდესაც დიდი ღორის ხორცის შენახვა შებოლვის, ან დამარილების საკმაოდ რთულ პროცედურას მოითხოვს იმის გამო, რომ დარჩენილი ხორცი არ გაფუჭდეს. ცხელი კლიმატის პირობებში ეს ფაქტორი შეიძლება თითქმის გადამწყვეტი ყოფილიყო.

პროფესორი რედდინგი ვარაუდობს, რომ ამ ყველაფერმა ერთად აღებულმა მეფრინველეობა ბევრად ეკონომიურად ეფექტური გახადა, ვიდრე უფრო ადრეული მეღორეობა და მხოლოდ მას მერე ეკონომიკური აკრძალვა გადაიზარდა კულტურულ და რელიგიურ აკრძალვაში. გამონაკლისად იქცა მხოლოდ იშვიათი ტყიანი და ტენიანი რაიონები, სადაც არ იყო საჭირო მომთაბარეობა და ღორისა და ფრინველის წყლით და საჭმლით უზრუნველყოფა სრულიად შესაძლებელი იყო.
aka
მაინც ვერ მივხვდი რატომ არ ჭამენ ღორის ხორცს
gg
ღორი ბინძურია, მაგრამ არანაკლებ ბინძურია ქათამი, ე.ი. არც სიბინძურეში ყოფილა საქმე
პროფესორა
მუსლიმთა აკრძალვა ებრაულს ეყრდნობა, ხოლო ქრისტიანობამ კურთხევა შემოიღო და სხვა აკრძალვები გააუქმა, მანამდე ერთხელ და სამუდამოდ ნაკურთხი საკვები იყო, ხოლო ქრისტიანობაში კურთხევა რეგულარულად ხდება, საკუთრივ აკრძალვა კი მარტო ღორებს არ ეხება: იჭმევა მხოლოდ ის ცხოველი რომელსაც ჩლიქი გაყოფილი აქვს და იცოხნის, ამდენად ცხენიც არ იჭმევა მაგრამ შუა აზიელი მაჰმადიანები ჭამენ; ფრინველთაგან მხოლოდ ის იჭმევა რომელსაც ოვალური კვერცხი აქვს და არა მრგვალი, ასევე ცნობილი უნდა იყოს რას ჭამს ეს ფრივნველი, ანუ გარეული ფრინველი არ იჭმევა, თუმცა ჭაობის არაბები ჭამენ გარეულ იხვსაც, იგივე ეხბა კვერცხსაც; წყლის ბინადართაგან იჭმევა მხოლოდ ის რომელსაც აქვს ქერცლი, ლაყუჩები და ფარფლები, ამდენად არ იჭმევა მოლუსკები და ზოგი თევზი, თუმცა ირანელები ჭამენ ზუთხს, რომელსაც არ აქვს ქერცლი; აკრძალვა ეფუძნება არ შენახვის პირობებს არამედ იმას რომ იჭმევა მხოლოდ ის ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც მხოლოდ მცენარეული საკვებით საზრდოობენ და არასოდეს ცხოველურით, ამავდროულად ეს მცენარეული საკვები კარგად უნდა იქნას მონელებული და ათვისებული მომავალი საჭმელის მიერ, იმიტომ რომ ცხოველურით გამოკვებილი არსება ლეშის-მჭამელია და უამრავ საფრთხეს შეიცავს, ყოველ შემთხვევაში მათი აზზრით სულისთვის, იმიტომ რომ ლეშის-მჭამელის მჭამელიც ლეშის-მჭამელია
khata
რაც შეეხება ებრაელებს-ძველ აღთქმაში ღმერთი შეხვდა იაკობს რომელსაც თავად ღმერთმა ისრაელი უწოდა, დაეჭიდა ღმერთი ისრაელს შეებრძოლა და ფეხის ბარძაყი ძლიერ ატკინა ამის შემდეგ ებრაელებმა შეწყვიტეს ღორის ჭამა.მუსლიმები კი არ ვიცი რატომ არ ჭამენ
liza
მე ჩემმა მუსულმანმა მეგობარმა ერაყიდან ასეთი რამ მომიყვა. ნოემ კიდობანი როცა ააგო და გადაარჩინა ყველა სახეობის ცხოველი მაშინ ღორი ჯერ არ არსებობდაო. როდესაც კიდობანი დაცარიელდა დარჩა უამრავი ნაგავი და ფეკალიები ამ ცხოველებისგან, ნოემ ღმერთს შესხოვა დამეხმარეო და ღმერთმა გააჩინა ღორი, რომელმაც ეს ფეკალიები შეჭამა და გაასუფთავა კიდობანიო. აი ამიტომ არ ვჩამთ ჩვენ ღორის ხორცსო.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?