ცირკის ლომმა 13 წლის შემდეგ პირველად ნახა ბუნება, მისი რეაქცია საოცარია (+ვიდეო)
ცირკის ლომმა 13 წლის შემდეგ პირველად ნახა ბუნება, მისი რეაქცია საოცარია (+ვიდეო)
ლომს, სახელად უილს,  13 წელი ცირკში ამუშავებდნენ. ის ყოველდღიურად იტანდა იმ დამცირებასა და აუტანელ პირობებს, რაც ცირკის კულისებს მიღმა ხდება და რასაც იქ მყოფი ცხოველები სისტემატურად განიცდიან. ბრაზილიის ცირკში 13-წლიანი ცხოვრების შემდეგ, უილმა პირველად იხილა ბუნება - ბალახი, მიწა...
ლომი წლების განმავლობაში ძალიან პატარა გალიაში ცხოვრობდა, ის იმდენად პატარა იყო, რომ ცხოველს მხოლოდ დგომა ან წოლა შეეძლო.

საბედნიეროდ, ცხოველთა დამცველი ორგანიზაციის დახმარებით ( Rancho do Gnomos), მისი 13-წლიანი ტანჯვა დასრულდა. ეს ორგანიზაცია შინაურ, ეგზოტიკურ და გარეულ ცხოველთა კეთილდღეობისთვის იბრძვის და უილ
ის მსგავს ცხოველებს,
რომლებიც ვეღარ შეძლებენ ველურ ბუნებაში ადაპტირებას, ნაკრძალის ტერიტორიებზე უშვებენ.

ვიდეოში აღბეჭდილია უილის პირველი ნაბიჯები ბუნებაში. ის იმდენად გახარებულია, თითქოს არასოდეს უცხოვრია პატარა გალიაში, ტანჯვასა და დამცირებაში.

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ:

მრავალწლიანი მონობის შემდეგ, ცირკიდან ორი ლომი გაანთავისუფლეს

ჩაუ-ჩაუს შეღებილ ლეკვებს ცირკში პანდებად ასაღებდნენ

მექსიკის პარლამენტმა გარეულ ცხოველთა მონაწილეობა საცირკო წარმოდგენებზე აკრძალა
nika
ზოოპარკი ძალიან მნიშვნლოვანი რამეა. ნორმალურ ზოოპარკში თან ყვებიან ცხოველებს ისე უვლიან. ზოგი გადაშენების პირასაა ზოოპარკი რომ არა სულ გაქრებოდნენ. ასე რომ ძალიან დიდი მისია აქვს თქვენს დაწუნებულ ზოოპარკებს.
222
ცირკები და ზოოპარკები მართლა არაა საჭირო!
ზ უ რ ა
ცირკები და ზოოპარკები რა საჭიროა ვინმემ შეგიძლიათ ამიხსნათ? ვისაც გალიაში მყოფი ცხოველები მოსწონთ ის მუდამ მონობაში უნდა ცხოვრობდეს......
თამუნა
ვიდეო არ იტვირთება, გთხოვთ გაასწოროთ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?