რატომ ჩასჩარა მუშტი პირში გრიზლის მონადირემ?
რატომ ჩასჩარა მუშტი პირში გრიზლის მონადირემ?
ჩეის დელოვი, რომელიც მონტანაში ცხოვრობს, თავის ძმა შეინთან ერთად ლოსებზე სანადიროდ ტყეში წავიდა.

როდესაც მათ ლოსების ჯოგი დაინახეს, განცალკევდნენ და სხვადასხვა ადგილიდან ჩაუსაფრდნენ. ჩეისიმ შეამჩნია, რომ მას უზარმაზარი დათვი მიუახლოვდა. მონადირემ ვერ მოასწრო იარაღის გამოყენება. მტაცებელმა მას ფეხები დაუტორა.

მამაკაცი სასწაულად გადაურჩა ტრაგედიას. მას გაახსენდა, როგორ უყვებოდა ბავშვობაში ბებია დიდი ცხოველების რეფლექსებზე და გადაწყვიტა გაერისკა.

მორიგი თავდასხმისას მან დათვს მარჯვენა ხელი პირში ჩაუდო ისე, როგორც ბებიამ ასწავლა. ცხოველი წაბარბაცდა და მონადირეს მოსცილდა.

მიუხედავად ჭრილობებისა, ჩეისიმ შეძლო მოეძებნა თავისი ძმა, რომელიც
დაკავებული იყო ლოსების თვალთვალით. შონმა ძმა სასწრაფოდ გადაიყვანა კლინიკაში. მონადირის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

ადგილობრივ
პრესასთან საუბრისას, ჩეისიმ ადამიანებს მოუწოდა, ტყეში წასვლისას აუცილებლად იქონიონ დათვების დასაფრთხობი სპეციალური სპრეი.

ასევე იხილეთ:

5 ნიშანი, რომ კატა სიცოცხლეს გიხანგრძლივებთ

მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რატომ ჭამდნენ ჩინელები ძველად ძაღლებს

ქალი ვერ ხვდებოდა, რატომ წვებოდა კატა მის მხარზე. სიმართლე საშინელი აღმოჩნდა!

fxiiiiiffxxxiiii
მართალია ირინა.იტალიური უნდა იცოდე თუ გინდა დათვი შეაშინო.სხვათაშორის "მონტანა" ქართული სიტყვაა და ნიშნავს "მოიტანას".კიდევ ბევრნი არიან ასეთები?ხიხიხი
VANDA
irina ivanishvili- სამარცხვინო თქვენი კომენტარია,იტალიურის ცოდნით თუ იწონებთ თავს არ ვიცი, მაგრამ მანამდე იქნებ გესწავლათ,რომ მონტანა შტატია,ხოლო ლოსი ცხენირემი
irna ivanishvil-s
კომენტარის აზრი ვერ გავიგე, ლოსი ლოსია ქართულად და მონტანა აშშ-ს შტატი, რა არის ამაში გაუგებარი?
შორეული
irina ivanishvili, არც თქვენ გიცნობთ, არც ავტორს, მაგრამ რამ გამოიწვია თქვენი აგრესია, არ მესმის... ავტორს არ ევალება იმის ცოდნა, რას ნიშნავს მონტანა იტალიურად, მაგრამ თქვენ კი გევალებათ, რომ სანამ ამის ცოდნით მოიწონებდეთ თავს, გაარკვიოთ, რომ მონტანა შტატია აშშ-ში! (და სწორედ იქ ხდება ეს ამბავი). ხოლო ლოსი ქართულადაც ლოსია! (ცხენირემს არავინ ხმარობს). ასე რომ კითხვა - "დიპლომს ვინ აზლევტ ამ ცერა კიტხვის უცოდინარებს" საკუთარ თავს უნდა დაუსვა!
pereboi
და პირველი კომენტის ავტორი და ქართული გრამატიკა ერთმანეთთან მაგრათ არიან :))))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?