ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩერნობილის ტყეებში საოცარი რამ აღმოაჩინეს
ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩერნობილის ტყეებში საოცარი რამ აღმოაჩინეს
უკრაინის ტერიტორიაზე მეცნიერებმა ახალი პროექტი დაიწყეს. მათი მიზანია გამოიკვლიონ გარეული ცხოველების სახეობები და რაოდენობა ჩერნობილის შემოგარენში.

როგორც ჩანს, ადამიანი ყველაზე საშიში მტერია ცხოველებისთვის, რადგან ჩერნობილის ტერიტორიაზე, სადაც ადამიანები შესვლასაც ვერ ბედავენ, ბოლო 30 წლის განმავლობაში ცხოველთა სახეობების საოცარად დიდი რაოდენობა შეინიშნება. დღეს ჩერნობილის ტყეებში უამრავი ლოსი, ირემი და მგელი ბინადრობს.

Zooclub

ბიოლოგები მიიჩნევენ, რომ სწორედ ადამიანის არ ყოფნის მიზეზია ასეთი დიდი რაოდენობის გარეულ ცხოველთა არსებობა ჩერნობილის ტყეებში და არა რადიაციისა.

Zooclub

ბრიტანული გამოცემა "Current Biology"-ი წერს: "მეცნიერებმა დაკვირვება ვერტმფრენიდან განახორციელეს. მათ სურდათ
გაეგოთ, რა სახის გარეული ცხოველები იმყოფებიან რადიაციულ ზონაში".

Zooclub

აღმოჩნდა, რომ ადამიანების მიერ მიტოვებულ ადგილებში იშვიათი
სახეობის ცხოველებიც დაბრუნდნენ. მაგალითად, ევროპული ფოცხვერი.

Zooclub

მათ ასევე დააფიქსირეს ევროპული თეთრი დათვი, რომელიც ამ ტერიტორიაზე უკვე საუკუნეა არავის უნახავს.

ჩერნობილის ტერიტორიაზე ასევე ბინადრობს მგელი, ტახი, შველი, მელია და სხვა სახეობის ცხოველები.

Zooclub

"საშინელმა შემთხვევამ ჩერნობილის ტერიტორიაზე შექმნა ნაკრძალი. არ ვამბობთ, რომ რადიაცია კარგია ცხოველებისთვის, თუმცა, ადამიანები უფრო საშიშები არიან მათთვის."-ამბობს ბრიტანელი პროფესორი ჯიმი სმიტი.

ასევე იხილეთ:

დედამიწაზე ცხოველთა მასიური გადაშენების პროცესი მიმდინარეობს

ფოსა-ყველაზე იშვიათი ცხოველი დედამიწაზე

იშვიათი ცხოველები იშვიათად მრავლდებიან
კირკიტა
"ლოსი " სხვა ცხოველია.ის არ არის არც, ცხენირემი(ასეთი, საერთოდ არ არსებობს)და არც, ხარირემია. ხარირემი ნამდვილი ირემია დიდი რქებით......
opaa
ცხენირემი და არა ხარირემი....... :)
laSa
"ლოსი" ქართულად ხარირემაა !
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?