იულინში ყოველ წელს იმართება ხორცის ფესტივალი, რომლის დროსაც ადგილობრივი მოვაჭრეები ძაღლის ხორცისგან საჭმელს აკეთებენ. დღესასწაულის დროს 10 000-მდე ოთხფეხა იღუპება.
საბედნიეროდ, ამ კატას გაუმართლა - ის ცოცხალი გადარჩა. ის ცხოველთა დაცვის ლიგის (Animal Rescue League) აქტივისტებმა გადაარჩინეს ჩინურ საერთაშორისო ჰუმანურ საზოგადოებასთან (Humane Society International)
კატამ, გადარჩენის იმედით, რკინის რიკულებზე ასვლა დაიწყო. ის ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ჭუჭყიანი, სასოწარკვეთითა და შიშით სავსე დიდი ველური თვალებით”, - ჰყვება Humane Society International-ის წარმომადგენელი პიტერ ლი.
აქტივისტებმა კატა სხვა გადარჩენილ ცხოველებთან ერთად ვაშინგტონის თავშესაფარში გაგზავნეს. იღბლიან კატას ხურუ დაარქვეს. ის ამჟამად ახალ ცხოვრებასთან ადაპტაციას გადის. სხვა გადარჩენილ ცხოველებთან ერთად ის თავშესაფარში იცხოვრებს, სანამ მოსიყვარულე პატრონს არ იპოვის.
ზოგი კატა და ძაღლი ასევე გადაურჩა სიკვდილს გულისხმიერი ადამიანების წყალობით, რომლებიც ხორცის ფესტივალზე სპეციალურად მათ გადასარჩენად ჩავიდნენ. მათგან ერთ-ერთია 65 წლის პენსიონერი ქალბატონი, ყოფილი მასწავლებელი სიაოუნ იანგი, რომელმაც 1000 დოლარზე მეტი გადაიხადა, რომ 100 ძაღლი გამოესყიდა. ამჟამად მასთან სახლში უკვე 1500 გადარჩენილი ძაღლი და კატა ცხოვრობს.