ცნობა მოსალოდნელ აკრძალვაზე ჩინელი ცხოველების დამცველებმა შეიტყვეს. ინფორმაციას იულინის, ძაღლის ხორცის უმსხვილესი ბაზრის მოვაჭრეებიც ადასტურებენ.
მოსალოდნელია, რომ აკრძალვა ძალაში 15 ივნისს შევა, ანუ ფესტივალამდე 1 კვირით ადრე (21 ივნისი). მათ, ვინც აკრძალვას დაარღვევს, ემუქრებათ დაპატიმრება და დიდი ოდენობის ჯარიმა.
“იმედი მაქვს, ეს ძაღლის ხორცის ჭამის ჩინური წესჩვეულების დასასრულის დასაწყისი იქნება”, - ამბობს ორგანიზაცია "Duo Duo Project"-ის აღმასრულებელი დირექტორი ანდრეა განი.
იუილინში 2009 წლიდან ტარდება ფესტივალი, რომლის დროსაც 10-15 ათას ცხოველს ხოცავენ.
ზოოდამცველების შეფასებით, ყოველ წელს ჩინეთში 10-დან 20 მილიონამდე ძაღლს ჭამენ. აქტივისტები ცხოველთა დაცვის კანონის სასწრაფოდ შემოღებას მოითხოვენ.
აპრილში იტყობინებოდნენ, რომ ტაივანის პარლამენტმა ცხოველთა დაცვის კანონში შეიტანა შესწორება, რომელიც ძაღლებისა და კატების ჭამასა და მათი ხორცის გაყიდვას კრძალავს.