"არც წმინდა გიორგის და არც ღმერთს არ ჭირდება ეგ სისხლით მორწყული მიდამო" - დეკანოზი თამაზ ლომიძე ლომისობაზე
"არც წმინდა გიორგის და არც ღმერთს არ ჭირდება ეგ სისხლით მორწყული მიდამო" - დეკანოზი თამაზ ლომიძე ლომისობაზე
ცხობილია, რომ ლომისობის დღესასწაულზე სალოცავს საკლავს სწირავენ.

ლომისობის დღესასწაულის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს. მოძღვარი მრევლს ლომისობასთან დაკავშირებულ წარმართულ ტრადიციაზე რჩევას აძლევს:

"არაა ეს ქრისტიანული წესი! დღეს ლომისობაა - ლომისის წმინდა გიორგის სალოცავის დღესასწაული.
გილოცავთ, მაგრამ ცხოველების ეს სისხლიანი მსხვერპლშეწირვა არანაირად არაა ქრისტიანული წესი.
თუ გინდათ, რომ უფალმა მართლა შეიწიროს თქვენი შესაწირი, აიღეთ მაგ ცხვრების საფასური ან თვითონ ეგ ცხვრები და თქვენი სოფლის ღარიბ-ღატაკებს, ობლებს და გაჭირვებულებს აჩუქეთ. ეს იქნება ნამდვილი მსხვერპლი და მაგას შეიწირავს უფალი.
არც წმინდა გიორგის და არც მითუმეტეს ღმერთს არ ჭირდება ეგ სისხლით მორწყული მიდამო და ცხვრის
ხორცი.
არაა ეს ქრისტიანული წესი!", - წერს მოძღვარი.

..
ხო და დარჩით გამოქვაბულში.
cVS-ს
ყოჩაღ, იშვიათად მომეწონება ხოლმე ვინმეს კომენტარი: ზუსტი, აზრიანი, მიზანში მორტყმული
cVS
ეგ ტრადიცია ქრისტიანობაზე დიდი ხანია გვაქვს მამიკო შავი ჯიპებისგან განსხვავებით. არც ლომისობა იყო ქრისტიანული პროსტა შეითავსეთ თქვენ და ამიტომ მოდი ჯიპებს მიაწექით ჯობია და ჩვენ თავი დაგვანებეთ ისედაც სხვადასხვა გზით დავდივართ უკვე დიდი ხანია
zviadi
ის რაც ძველთაგან მოდის, არის გენში და მისი გაქრობა არ იქნება
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?