ია ფარულავა - ”მას მერე, რაც ქუჩის უშნო კნუტი ავიყვანე, მივხვდი, თუ რა ყოფილა კატა... ''
ია ფარულავა - ”მას მერე, რაც ქუჩის უშნო კნუტი ავიყვანე, მივხვდი, თუ რა ყოფილა კატა... ''
მსახიობ ია ფარულავას კატებისადმი სიყვარული ცნობილია. დღეს ფეისბუქზე კატებისადმი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გაგვიზიარა:

''ბოლო ათია წელია, სულ მყავს კატა. ყველა ჯიშიანი იყო - სპარსი და ბრიტანები ძირითადად კაი ძვირები და კაი უხასიათოები ყველა,

მაგრამ მას მერე, რაც ქუჩის უშნო კნუტი ავიყვანე, მივხვდი, თუ რა ყოფილა კატა... საოცარია... ამიტომ გირჩევთ, რომ ქუჩის კნუტი შეიფაროთ, იყოლიოთ სახლში, ადვილი მოსავლელები არიან ფრიად.

მერე მადლობას მეტყვით - აურის გამწმენდი, ნეგატივის მშთანთქავი, მოსიყვარულე, თბილი, წნევის მარეგულირებელი და სხვა ამბები მისტიკაში აღარ გადავალ - ძველ რომში
ყველას ყავდა ერთი ფისო სახლში, ნეტა, რატომ?"- წერს ია.

www.reitingi.ge
ნანა
გავაგრძელებ ერთი ქალბატონის ნათქვამს.დაიღლებიან სიბერეში შენი მოვლით და იტყვიან არ გადამიყოლა თავის ქონებასო..მართალია ის ვიღაცა, სანამ ჯერ კიიდევ ახალგაზრდა ხარ და შეგიძლია, ბავშვი გაზარდე.ეგ შენი თავის მოვლა მარტო არაა საქმე,გაიხედე წინ სიბერე გელოდება და კაცმა არ იცის რა წყობა დადგება.შენ თუ დარწმუნებული ხარ იმასი რომ ბავშვს ვერ შეიყვარებამას ვერ დავიჯერებ.ეხლა რომ გიყურებ როგორ იხუტებ კატას პირდაპირ მეტირება.მიდი და გააბედნიერე 1 ბავშვი მაინც.
ნანა
ამხელა სითბოს მატარებელი ხარ და წადი ბავშვთა სახლში რა,აიყვანე ბავშვი ,შენ ხომ შენსავით თბილ ადამიანს აღზრდი...წადი რა გაახარე ერთი ბავშვი ცხოვრებაში.განა ცუდია რასაც აკეთებ, მაგრამ ბავშვი რომ დედას დაგიძახებს აი ის მინდა გამოსცადო.შენ ხომ საიცარი თბილი გოგო ხარ,დედა კი საოცარი მისათითებელი იქნები.წადი რა...
მსქროლავი ტროლი
ყველას და განსაკუთრებით კი ქ-ნ იას ვუსურვებ, მიხვედრილიყოს, თუ რა ყოფილა ადამიანი.... არ დაიწყოთ ახლა, ეს ზოოსაიტიაო და მისთანები - კატა ვერ მოგხედავთ სიბერეში...
l
მეც ავიყვანე კნუტი
ჯაყო
უკომპლექსო იას მრავალჟამიერ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?