ენტომოლოგმა მწერების კბენა საკუთარ თავზე გამოსცადა და ტკივილის შკალა შეადგინა
ენტომოლოგმა მწერების კბენა საკუთარ თავზე გამოსცადა და ტკივილის შკალა შეადგინა
კარიერის დასაწყისში დამწყები ენტომოლოგი ჯასტინ შმიდტი და მისი მეუღლე ზოოლოგი მოგზაურობიდან ჯორჯიის უნივერსიტეტში დაბრუნდნენ. ისინი სხვადასხვა სახეობის ჭიანჭველებს აგროვებდნენ. მათ ჯასტინი თავის წიგნში აღწერს, როგორც ”საზიზღარი მკბენარი მწერები, რომელთა შხამის ქიმიური შემადგენლობა უცნობია”. იმისთვის, რომ დისერტაცია დაესრულებინა, ჯასტინს ამ არსებებისა და მათი ნაკბენების დიდი რაოდენობის გამოკვლევა მოუწია.

ცოლ-ქმარმა საკმაო რაოდენობით მწერები შეკრიბეს. შემდეგ მათ უნდა შეედარებინათ შხამი ანუ გაეკეთებინათ ტოქსიკური მოქმედებისა და ნაკბენის ტკივილის ანალიზი. ასე გაჩნდა ”შმიდტის მწერების ნაკბენის ტკივილის რეიტინგი”. რეიტინგი 4-ბალიანი სისტემაა, რომლის ათვლის წერტილი ყველასთვის ცნობილი ფუტკარია (მისი
ნაკბენი - 2 ბალია). მწერების ნაკბენის ესა თუ ის დონე იზომება მისი ფუტკრის ნაკბენით გამოწვეულ
ტკივილთან შედარების მიხედვით.
მრავალი წლის მანძილზე შმიდტმა თავის სიაში ახალი სახეობის მწერები დაამატა. მას 83 სხვადასხვა სახეობის მწერმა 1000-ჯერ უკბინა.


ჩვენ შევარჩიეთ მაგალითები, რომლებიც საუკეთესოდ ახდენენ ტკივილის სრული სპექტრის ილუსტრირებას.

წითელი ცეცხლოვანი ჭიანჭველები (Solenopsis Invicta)
ბინადრობს სამხრეთ ამერიკაში.
აღწერა: ”მოულოდნელი, მსუბუქი ტკივილი." 
ტკივილის დონე: 1


ციკადებზე მონადირეები (Sphecius Grandis)
ბინადრობს ჩრდილოეთ ამერიკაში.
აღწერა: ”ტკივილს მომენტალურად გრძნობთ, რაც მეტად იქავებთ, უარესად ღიზიანდება.”
ტკივილის დონე: 1,5

თაფლის ფუტკარი (Apis mellifera)
ბინადრობს აფრიკასა და ევროპაში.
აღწერა: ”წვა, ყრუ ტკივილი, მაგრამ შეიძლება გამკლავება ამასთან. თითქოს ასანთის ანთებული თავი დაგეცათ ხელზე და მას გოგირდმჟავით აქრობენ."
ტკივილის დონე: 2

პენსილვანიური კრაზანა (Vespula pensylvanica)
ბინადრობს ჩრდილოეთ ამერიკაში.
აღწერა: ”ცხელი და მწველი, თითქმის უხეში. წარმოიდგინეთ, რომ კომიკოსი უილიამ კლოდ ფილდში თვენს ენაზე სიგარას აქრობს”.
ტკივილის დონე: 2

შავი კრაზანა-პოლიბია (Polybia simillima)
ბინადრობს ცენტრალურ ამერიკაში.
აღწერა: ”სატანური რიტუალი ისე არ წავიდა, როგორც საჭირო იყო. გაზის ლამფა ძველ ეკლესიაში პირდაპირ თქვენს სახესთან ფეთქდება, როდესაც ცდილობთ სინათლეს აუწიოთ”.
ტკივილის დონე: 2.5


ხავერდოვანი ჭიანჭველები - უფრთო კრაზანები, რომელთა ზომა მერყეობს 6-დან 25 მილიმეტრამდე. რაც უფრო დიდები არიან, მით მტკივნეულად იკბინებიან.

ხავერდოვანი ჭიანჭველა
(ფაქტობრივად კრაზანა) (Dasymutilla klugii)
ბინადრობენ ჩრდილოეთ ამერიკაში.
დახასიათება: ”ფეთქებადი და დიდხანს გაგრძელებადი ტკიბილი. არ შეგიძლიათ ყვირილის შეკავება. თითქოს ცხელი კარაქი იღვრება თქვენს ხელზე”.
ტკივილის დონე: 3.

ფლორიდური ჭიანჭველა (Pogonomyrmex badius)
ბინადრობს ჩრდილოეთ ამერიკაში.
აღწერა: ”ტკივილი მკვეთრი და დაუნდობელია. თითქოს ვიღაც ელექტროდრელის მეშვეობით ხვრეტს თქვენს გაზრდილ ფრჩხილს”.
ტკივილის დონე 3.

კრაზანა - ტარანტულების გამანადგურებელი (Pepsis spp)
ბინადრობს ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.
აღწერა: ”კაშკაშა-გაუსაძლისი ელექტროშოკი. თითქოს ჩართული ფენი თქვენს აბაზანაში ჩავარდა”.
ტკივილის დონე: 3.

ჭიანჭველა - ტყვია (Paraponera clavata)
ბინადრობს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.
აღწერა: ”წმინდა ინტენსიური ტკივილი, ქუსლში 2 სანტიმეტრიანი ლურსმნით ცხელ მუგუზალზე გავლას წააგავს”.
ტკივილის დონე: 4.

ჯავშნიანი კრაზანა (Synoeca septentrionalis)
ბინადრობს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.
აღწერა: ”წამება. თქვენ აქტიური ვულკანის ნაპირზე ხართ მიჯაჭვული. რატომ დავიწყე ეს სია?”
ტკივილის დონე: 4.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?