ტასმანიური მგლის გადაშენების ძირითადი მიზეზი ადამიანია. ფერმერების თქმით, ტილაცინი ცხვრებს იტაცებდა. კიდევ ერთი მიზეზი ძაღლის ჭირის გავრცელებაა, რომელიც ტასმანიაში მე-20 საუკუნის ბოლოს გავრცელდა. ეს ცხოველი კი ძირითადად იქ ბინადრობდა.
ეს ტილაცინის ერთ-ერთი ბოლო ფოტოა (დასავლეთში მას ტასმანიურ ვეფხვსაც უწოდებენ, სხეულზე არსებული ზოლების გამო).
დღეს არაერთი ადამიანი ირწმუნება, რომ ეს ცხოველი დაინახა, თუმცა, ამის ფოტო ან ვიდეო მტკიცებულება ამ დრომდე არ
წელს უკვე მეორედ გამოჩნდა ვიდეო კადრები ცხოველისა, რომელიც ძალიან ჰგავს ტასმანიურ მგელს. ვიდეო მასალა ამ დრომდე არ იყო გავრცელებული, თუმცა, იგი 2008 წელს არის გადაღებული.
ქალი, რომელმაც ვიდეო კადრები ქალაქ ადელაიდას (ავსტრალია) სიახლოვეს გადაიღო, ირწმუნება, რომ იგი არ ჰგავდა არც ძაღლს და არც მელიას.
ყველაზე საოცარი კი არის ის, რომ ორივე ვიდეო გადაღებულია ავსტრალიაში, სადაც ტილაცინი დიდი ხნის წინ ბინადრობდა.
იხილეთ ვიდეო
ასევე იხილეთ:
დედამიწაზე ცხოველთა მასიური გადაშენების პროცესი მიმდინარეობს
ფაფრიანი მგელი - იშვიათი ცხოველი დედამიწაზე