5 გავრცელებული მითი თვითგადარჩენის შესახებ, რომლებიც შესაძლოა, სასიკვდილო აღმოჩნდეს
5 გავრცელებული მითი თვითგადარჩენის შესახებ, რომლებიც შესაძლოა, სასიკვდილო აღმოჩნდეს
რჩევები, რომლებიც ხშირად წაგიკითხავთ ან მოგისმენიათ სხვადასხვა გადაცემაში შესაძლოა, მცდარი აღმოჩნდეს.


ჩვენ შევკრიბეთ 5 გავრცელებული მითი, რომლებსაც არ უნდა ენდოთ.

1. თუ ტყეში სეირნობისას დათვი გამოგეკიდათ, თავი მოიმკვდარუნეთ.

Zooclub

თუ ტყეში დათვი შეგხვდათ, პირველი, რაც აზრად მოგივათ, ადგილიდან გაქცევაა.

დათვის კარავში ან ეზოში შემოღწევის შემთხვევაში ეცადეთ თავი წარმოაჩინოთ უფრო დიდად, ვიდრე სინამდვილეში ხართ. ამასთანავე, რაც შეგიძლიათ ბევრი იხმაურეთ და იყვირეთ, შესაძლოა, ამან ცხოველი შეაშინოს და ის ტერიტორიას გაეცალოს.

თავდასხმის შემთხვევაში ყველანაირად გაუწიეთ მას წინააღმდეგობა. თუ დათვი შეტევაზე გადმოდის, თავი არავითარ შემთხვევაში არ
მოიმკვდარუნოთ.

მურა დათვი ან გრიზლი ადამიანს თავს ესხმის მაშინ, თუ ჰგონია, რომ მისი ბელები ან
თავად საფრთხეშია. ის თავიდან შეეცდება თქვენს შეშინებას (და არა თავდასხმას), გამოსცემს მაღალ ხმას და თავდასხმის დემონსტირებას მოახდენს. მსგავსი ქცევების დროს, საშუალება გაქვთ, სწრაფად გაეცალოთ ტერიტორიას.

თუ დათვი ისე დაგესხათ თავს, რომ გაქცევის საშუალება არ გაქვთ, ბოლო გამოსავალი თავის მომკვდარუნებაა. დაწექით მუცელზე და ხელებით დაიფარეთ კისრის არე, ამან შესაძლოა, გადაგარჩინოთ.

საბოლოოდ კი, ყველა გარეული ცხოველთა სპეციალისტი თანხმდება იმაზე, რომ თავდასხმის შემთხვევაში, პირველივე შესაძლებლობისთანავე უკან დაიხიეთ ნელი ნაბიჯით და  ტერიტორია დატოვეთ.

2. თუ გველმა გიკბინათ, შხამის გამოყვანა გამოწოვით შეიძლება.

Zooclub

გველის კბენის შემთხვევაში, შხამი სისხლში პირდაპირ ხვდება. თუ მის ამოწოვას შეეცდებით, სისხლში უამრავი ბაქტერია მოხვდება. შხამი მოხვდება თქვენს პირის ღრუში, ხოლო შემდეგ - საჭმლის მომნელებელ სისტემაში.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენს თანამგზავრს გველმა უკბინა, კლინიკაში მიყვანამდე აუცილებელია, პერიოდულად შეამოწმოთ მისი გულის ცემის რითმი.

3. ხეზე ხავსი ჩრდილოეთით იზრდება.

Zooclub

სინამდვილეში ხეზე შეიძლება, ხავსი ნებისმიერ მხარეს გაიზარდოს, ეს დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე. ტყეში დაკარგვის შემთხვევაში, არ მოახდინოთ ხავსზე ორიენტაცია და ნუ გაიხსენებთ "ბებიების მოთხრობილ ზღაპრებს".

4. რითიც იკვებებიან ცხოველები, საკვებად ვარგისია ადამიანისთვისაც.

Zooclub

სინამდვილეში ზოგიერთი კენკრა და სოკო, რომლებსაც ფრინველები და ციყვები მიირთმევენ, ადამიანისთვის სასიკვდილოდ საშიშია.

5. თუ თავს დაგესხათ ზვიგენი, მთელი ძალით  ცხვირზე რამდენჯერმე დაარტყით.

Zooclub

სინამდვილეში რთულია ძლიერი დარტყმის მიყენება ზვიგენზე, რომელიც თავს გესხმით. მიუხედავად ამისა, როდესაც თვალნათლივ ხედავთ, როგორ ცდილობს შეტევას ზღვის მტაცებელი, ამ დროს თქვენსა და მას შორის უნდა გააკეთოთ ბარიერი მყარი საგნით, რათა ცხვირით მას დაეჯახოს. ეს თეორიულად შესაძლებელია, თუმცა, ამის განხორციელება პრაქტიკულად - შეუძლებელი.

ზვიგენის თავდასხმის შემთხვევაში, ყველანაირი ძალებით შეეცადეთ, დააზიანოთ მისი თვალები და ლაყუჩები. სასაცილოდ ჟღერს, თუმცა, სხვა გამოსავალი არაა. ბოლომდე უნდა იბრძოლოთ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად.

ასევე იხილეთ:

ადამიანების უმეტესობას ეს არსება მითი ჰგონია...

10 მითი ცხოველებზე - რისიც ჩვენ დღემდე გვჯერ


როცა ძაღლი კუდს აქიცინებს, ბედნიერია - მითი თუ სინამდვილე?

123
ზვიგენი ტუ ტავს დაგესხა ცხვირსჰი კი არა ტვალში უნდა ურტყა .ისიც იმ შემტხვევაში ტუ ტვალტან ახლო ხარ . გველის ნაკბენზე კიდევ ქამრრის ან რაიმე ნაჭრის გაკვრიტ შეაჩერეტ სისხლის მიმოქცევა გულამდე .ასე შეანელებტ სისხლის მიმოქცევას და შხამი გულამდე წუტებიტ გვიან მიაგწევს ეს დრო კი შეიდზლება გადარჩენისტვის საკმარისი აგმოჩნდეს . ამოწოვაც შეიდზლება მაგრამ ამომწოვი პრტხილად უნდა იყოს .
ბეარი
რა სისულელეა მტაცებელი თვს თუ დაგესხა გაიქეციო პირველად გავიგე არ აქვს გაგცევას აზრი დათვიც კი უფრო სწრაფია ვიდრე ადამიანი ფრთხილად ნელ უკან დახევა სხვა საქმეა ისე რო ზურგი არ სექაციო მტაცებელს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?