მაგრამ ლეკვი, რომელსაც ნეო დაარქვეს, არ გამოირჩეოდა კარგი ქცევებით. ის შარდავდა და ყრიდა საკვებს მანქანაში, როდესაც სადმე მიყავდათ. მას მხოლოდ პატრონის გვერდით ყოფნა სურდა, სხვა არავინ და არაფერი აინტერესებდა, თუმცა, გაქცევაც არაერთხელ უცდია.
მოსიყვარულე პატრონი ნეოს მზრუნველობას არ აკლებდა, მაგრამ ის იყო სტუდენტი, ამავდროულად, მუშაობდა, ამიტომ ცხოველი ხშირად მარტო რჩებოდა.
ნეო ხტებოდა ეზოს ღობიდან და მირბოდა მეზობლის
პატრონი ვერ ხვდებოდა, რომ ის არ იყო ჩვეულებრივი ძაღლი. ნეო მგლისა და ძაღლის მეტისი აღმოჩნდა.
მას მგლის გარეგნობა ჰქონდა: ბზინვარე თვალები, გრძელი და უხეში ბეწვი, მოგრძო სხეული. ასევე, იგი მგლის ქცევებით გამოირჩეოდა. ცხოველი ხროვას ეძებდა.
ნეო ბევრჯერ შეიპარა მეზობლის სახლში, ამიტომ იგი არიზონის (აშშ) ცხოველთა დაცვის ცენტრში მიიყვანეს, სანამ პატრონი მის პრობლემას არ გადაწყვეტდა.
ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის ყოფილი დირექტორი მორინ ო ნილი დაუკავშირდა კალიფორნიის მგლების გადარჩენის ცენტრს. მან ნეოს ნაკრძალში გაშვება ითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.
ონილიმ ნეოს პატრონს საკუთარი გადაწყვეტილება გაუმხილა, რაზეც პატრონი დაითანხმა. მისი თქმით, ცხოველისთვის ნაკრძალში ცხოვრება საუკეთესო გამოსავალი იყო.
როდესაც ნეო ნაკრძალში შეუშვეს, ის პირდაპირ ალფა მდედრ მაიასთან გაიქცა.
აშშ-ს არაერთ შტატში მეტისი მგლის ყოლა აკრძალულია ან ის პატრონმა მკაცრი წესების დაცვით უნდა გაზარდოს.
სპეციალისტები ოჯახებს ურჩევენ არ აიყვანონ მგლის მეტისი.
რაც შეეხება ნეოს, მან საბოლოოდ იპოვა საკუთარი ხროვა და ის დღეს ბედნიერი განაგრძობს ცხოვრებას ნაკრძალში.
ასევე იხილეთ:
მათ ეგონათ, რომ თავშესაფარში ძაღლი მიიყვანეს, თუმცა, ის ძაღლი არ აღმოჩნდა...
ძაღლი საფლავზე იძინებდა, ადამიანებს ეგონათ, რომ გარდაცვლილ პატრონზე დარდობდა...
კოიოტის ლეკვი დახმარების სათხოვნელად თავად მივიდა ადამიანებთან