ტოპ 10 მინიატურული ცხოველი მსოფლიოში
ტოპ 10  მინიატურული ცხოველი მსოფლიოში
ამ  საოცარ პლანეტაზე უამრავი სახეობის ცხოველი ბინადრობს, მაგრამ ჩვენ ყველა სახეობას არ ვიცნობთ, ვინაიდან ზოგიერთი მათგანი გადაშენების პირასაა, ხოლო ზოგიერთი დასახლებული ადგილებიდან ძალიან შორს ცხოვრობს და ადამიანს ყოველთვის ემალება.

ტოპ ათი მინიატურული ცხოველის ფოტო და მცირე ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა,  ამ დრომდე არ გსმენიათ.

ჯუჯა ძროხა

Zooclub

2013 წელს ძროხა, სახელად მანიკიამი, დაასახელეს მსოფლიოში ყველაზე პატარა ძროხად და გინესის წიგნში შეიყვანეს. იგი თავის ასაკთან შედარებით ძალიან პატარა ტანისაა, სულ რაღაც - 61 სმ. მანიკიამი იტალიის პატარა ქალაქ ატოლაში ცხოვრობს.

ჯუჯა ცხენი - ნამცეცა

Zooclub

ნამცეცა მსოფლიოში ყველაზე პატარა ცხენია.
ის 25 კგ-ზე ოდნავ მეტს იწონის და მისი სიმაღლე, სულ რაღაც 42 სანტიმეტრია. სწორედ ასეთი
მონაცემებით, ნამცეცა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. ჯუჯა ცხენი ქალაქ სენტ-ლუისში (მისურის შტატი) ცხოვრობს.

ყველაზე პატარა ძაღლი

Zooclub

მილი მსოფლიოში ყველაზე პატარა ჩიხუახუას ჯიშის ძაღლია. იგი 170 გრამს იწონის და მისი სიმაღლე ნიდაოდან 6 სანტიმეტრია. პატრონი მას პიპეტის დახმარებით კვებავს. მილის სისტემატური ყურადღება, სითბო და მზრუნველობა სჭირდება.

ჯუჯა მაიმუნი (Cebuella pygmaea)

Zooclub

ამ მაიმუნის სახეობა  ყველაზე პატარა არსებაა პრიმატებს შორის. მისი მაქსიმალური სიმაღლე 12 სანტიმეტრი, ხოლო წონა 100-დან 150 გრამამდეა.

ყველაზე პატარა გველი

Zooclub

2008  წელს გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს ბარბადოსის გველი, როგორც პლანეტაზე მცხოვრები ყველაზე პატარა გველის სახეობა. ჯუჯა გველის სიგრძე 10 სანტიმეტრს აღწევს. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა ხანმოკლეა: კვერცხიდან წიწილი ზაფხულში იჩეკება, თითქმის ზრდასრული სიგრძის, ხოლო შემოდგომაზე კვდება.

ყველაზე პატარა ხვლიკი

Zooclub

მსოფლიოში ყველაზე პატარა ხვლიკის სახეობა ბრუკეზია მიკრა (Brookesia micra) 2007 წელს მადაგასკარის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. მისი სიგრძე 23-დან 26 სანტიმეტრამდეა. ხვლიკს მშვიდ მდგომარეობაში აქვს მუქი ყავისფერი შეფერილობა, ხოლო შეშინებულ ბრუკეზიას სხეულზე გამოსდის ნაცრისფერ-მომწვანო ლაქები.

მინიატურული თევზი

Zooclub

Paedocypris progenetica ტროპიკული თევზია, რომლის სიგრძეც სულ რაღაც 10 მმ-ს აღწევს. იგი ინდონეზიის მტკნარ წყლებში ბინადრობს.

ჯუჯა მედუზა

Zooclub

ავსტრალიის წყლებში ბინადრობს მსოფლიოში ყველაზე პატარა მედუზა - ირუკანჯი. ის შხამიანი სახეობაა და მისი სიგრძე სულ რაღაც 18 მმ-ს აღწევს. ამ სახეობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, რადგან ჯუჯა მედუზა ზღვაში, ოცი მეტრის სიღრმეზე ცხოვრობს.

ყველაზე პატარა ზღვის ცხენი

Zooclub

Hippocampus denise - ზღვის ცხენის ყველაზე პატარა სახეობა. მისი მაქსიმალური სიმაღლე, სულ რაღაც, 16 მილიმეტრს აღწევს.

ყველაზე პატარა ფრინველი

Zooclub

ჩვენს პლანეტაზე ყველაზე პატარა ფრინველი კალიბრია. კოლიბრი-ფუტკარი არა მხოლოდ ყველაზე პატარა ტანის, არამედ ყველაზე პატარა თბილსისხლიანი არსებაა მსოფლიოში. მისი მაქსიმალური სიგრძე შვიდ სანტიმეტრს აღწევს, ხოლო წონა არა უმეტეს ორი გრამია. გერმანიის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს კოლიბრის სახეობა, რომელიც 30 მილიონ წელზე მეტია, დედამიწაზე ბინადრობს. ბოლო დროს, მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ადამიანები მის ტყავს აქსესუარებისთვის იყენებენ.

ასევე იხილეთ:

შოკისმომგვრელი ზომის ცხოველები და მწერები

საწყენია, დედამიწამ მათ გარეშე არსებობა განაგრძო


ცნობილი ადამიანების ყველაზე უჩვეულო შინაური ცხოველები


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?