რამდენი საათის განმავლობაში სძინავს სპილოს
რამდენი საათის განმავლობაში სძინავს სპილოს
ველურ აფრიკულ სპილოებს სხვა ძუძუმწოვრებთან შედარებით უფრო ცოტა ხანს სძინავთ. ეს ფაქტი ვიტვატერსრანდას უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს.

ზოოპარკში სპილოებს უკვე დიდი ხანია აკვირდებიან. ტყვეობაში ამ ცხოველებს 4-6 საათი, ხოლო თავისუფლებაზე მათ ბევრად ცოტა ხანს სძინავთ.

მკვლევარებმა ბოცსვანაში ორ სპილოს კანქვეშ შეუყვანეს ტრეკერები, რომლითაც შეძლეს დაკვირვება იმაზე, თუ როდის სძინავთ ცხოველებს.

დედალ სპილოებს, რომლებიც ოჯახის უფროსებად ითვლებიან, გაუკეთეს საყელურები გიროსკოპებით, რაც დაეხმარათ გაერკვიათ, თუ რა პოზაში სძინავთ ცხოველებს.

დედალ სპილოებს 5 კვირის მანძილზე აკვირდებოდნენ. ხანდახან მათ რამდენიმე დღე არ ეძინათ. ამ პერიოდში
ცხოველები დიდ მანძილს გადიოდნენ, შესაძლოა, ბრაკონიერებისგან ან ლომებისგან თავის დასაღწევად.

Zooclub

სპილოებს სწრაფი ძილის ფაზაში ძალიან
ცოტა ხანს სძინავთ. ეს ტვინის მომატებულ აქტიურობაზე მეტყველებს.

სწრაფი ძილის დროს ყველა კუნთი დუნდება და ძილი მხოლოდ დაწოლილ მდგომარეობაშია შესაძლებელი.

ზოგი მეცნიერის აზრით, სწრაფი ძილის ფაზა დიდ როლს ასრულებს მეხსიერების ფორმირებაში. "ეს თეორია საკამათოა, თუ სპილოები ამ ფაზაში ნამდვილად ძალიან ცოტა დროს ატარებენ, რადგან სწორედ მათ აქვთ შესანიშნავი მეხსიერება", - აღნიშნავს ერთ-ერთი მკვლევარი, პროფესორი პოლ მანგერი.

მანგერის აზრით, სპილოების მოკლე ძილი მათი ზომებით აიხსნება: ”ვთვლით, რომ სპილოები ყველაზე ფხიზელი ცხოველები უნდა იყვნენ, რადგან დიდები არიან”.

”ასე რატომ ხდება, არ ვიცით. ძილი ბიოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური საიდუმლოა კვებისა და გამრავლების საჭიროებასთან ერთად. ეს ბიოლოგიური იმპერატივია. ჩვენ უნდა გვეძინოს, რომ გადავრჩეთ”, - ამატებს ის.

როგორც წესი, მსხვილ ძუძუმწოვრებს ნაკლებ ხანს სძინავთ, ვიდრე საშუალო ზომის ცხოველებს. მაგალითად ლომებს დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ 14 საათი სძინავთ, ადამიანს კი - 8 საათი. როგორ ახერხებენ სპილოები გადარჩენას, როცა დღე-ღამეში მხოლოდ 2 საათი სძინავთ, ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?