პატარა მწვანე კუნძული,რომელსაც პინგვინები მართავენ
პატარა მწვანე კუნძული,რომელსაც პინგვინები მართავენ
როდესაც საუბარია პინგვინებზე, რატომღაც  მათი ბინადრობის ადგილად ანტარქტიდა წარმოგვიდგენია. თუმცა, ეს საოცარი ზღვის ფრინველი  გვხვდება  მთელ სამხრეთ ნახევარსფეროს ეკოსისტემაში. მწვანე კუნძულ მაკუორზე, რომელიც ავსტრალიის ტერიტორიაზე მდებარეობს, შესაძლებელია, შეხვდეთ პინგვინების უდიდეს გუნდს.

ეს ადგილი მრავალფეროვანი ეკოსისტემითაა ცნობილი. სელაპის არაერთი სახეობა, პინგვინები, ალბატროსები კუნძულის ბინადრები არიან.

მე-20 საუკუნის დასაწყისში პინგვინების რაოდენობა  საგანგაშოდ შემცირდა. ბრაკონიერები  ცხიმის გამო ანადგურებდნენ ამ ცხოველს, მაგრამ 1960 წლიდან, მათ გადასარჩენად მკაცრი ზომები  მიიღეს.

1978 წელს კუნძულს ნაკრძალის სტატუსი მიანიჭეს, ხოლო 1997 წელს მაკუორი შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
ამ ფაქტმა ხელი შეუწყო ეკოსისტემის დაცვასა და კუნძულის ბინადრების პოპულაციის ზრდას.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ:

პლანეტაზე ნაპოვნია ადგილი,
სადაც უნიკალური ცხოველების მაქსიმალური კონცენტრაციაა


მიწისძვრის დროს მიწამ 3 მეტრით აიწია და ძროხები ”კუნძულზე” აღმოჩნდნენ...

ამ ფოტოს გავრცელების შემდეგ ბიჭები შესაძლოა, 15 000 დოლარით დაჯარიმდნენ



გალერეა
okribeli
პინგვინზე მსმენია, ერთ ქვეყანასაც მართავსო...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?