ხუთმეტრიანი კობრისა და პითონის ბრძოლა ვიდეოზე გადაიღეს (+ვიდეო)
ტაილანდის ქალაქ კრაბში ვიდეოზე ხუთმეტრიანი სამეფო კობრისა და მეტრნახევრიანი პითონის ბრძოლა გადაიღეს.
თვითმხილველების თქმით, ბრძოლა 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. საბოლოოდ, კობრამ მოახერხა მოწინააღმდეგისთვის ეკბინა და პითონი მოკვდა.
ამის მერე გველდამჭერებმა კობრა დაიჭირეს, საცხოვრებელი პუნქტიდან მოშორებით, ბუნებრივ არეალში გადაიყვანეს და გაუშვეს.