ფოტოგრაფ პერ-ივ ნიკოლასის თქმით, ის თავის სტუდიაში მუშაობდა, როდესაც შეამჩნია, თუ როგორ შევიდა ალპაკა მეზობლად მდებარე მაღაზიაში. უჩვეულო არსება სწორედ ნიკოლასმა აღბეჭდა ფოტოებზე და ინტერნეტ სივრცეში განათავსა.
"ცხოველი მშვიდად დასეირნობდა სტენდებს შორის და სარკეში იხედებოდა. შესაძლოა, ფერმაში მას არასოდეს ჰქონია საშუალება, საკუთარი თავი დაენახა", - ამბობს ფოტოგრაფი.
მაღაზიის თანამშრომლებმა კარი ჩაკეტეს, რათა ალპაკა ქუჩაში არ გაქცეულიყო და მანქანის მსხვერპლი არ გამხდარიყო. მათ ცხოველს საშუალება მისცეს, დაეთვალიერებინა სათვალეები და ამ პერიოდში პოლიციას დაუკავშირდნენ.
ნახევარი საათის შემდეგ ცხოველს პოლიციელმა და პატრონმა მიაკითხეს. ამ უკანასკნელმა ალპაკა ხელში აიყვანა და სახლში წაიყვანა.
მაღაზიის თანამშრომლები აღნიშნავდნენ, რომ ცხოველს პატრონის დანახვა არც თუ ისე გაუხარდა, რადგან ქალაქის ცენტრში სეირნობა მას ჯერ დასრულებული არ ჰქონდა.
ასევე იხილეთ:
გოგონამ თავის სახლში დაუპატიჟებელი სტუმარი აღმოაჩინა
ხელოსნებმა ისეთი რამ დაინახეს, რომ ყველა მათგანი შიშისგან მაგიდაზე აძვრა
ეზოში შეპარული დათვი ჰამაკში კომფორტულად მოკალათდა და ნებივრობდა