ლიგერი ლომისა და ვეფხვის ჰიბრიდია. ის ტაიგანისგან (ვეფხვისა და ლომის შთამომავლები) რადიკალურად განსხვავდება. იშვიათი ჰიბრიდები პირველად მე-19 საუკუნეში, ინდოეთში გამოჩდნენ. ისინი მხოლოდ ტყვეობაში ცხოვრობდნენ. ამჟამად, მთელს მსოფლიოში ათასზე ნაკლები ლიგერა ცხოვრობს.
აპოლონი თავისი სახეობისგან გამოირჩევა. ის და მისი სამი ძმა 2013 წელს დაიბადნენ თეთრი ლომისა და თეთრი ვეფხვისგან. მტაცებელი ძმები მსოფლიოში
აპოლინი ძმებთან ერთად, 2013 წელი
ლიგერის ფოტოები ცხოველთა დამცველებმა მაიკ ჰოლსტონმა და კოდი ენთელიმ გაავრცელეს. ისინი Myrtle Beach Safari-ის საფარი პარკში მუშაობენ.
უნდა აღინიშნოს, რომ აპოლონი და მისი ძმები თავიანთ სახეობაში ყველაზე დიდი ინდივიდები არ არიან. ამავე საფარი პარკის ბინადარია ლიგერი, სახელად ჰერკულესი - აპოლონის ბიძა. გინესის რეკორდების თანახმად, ჰერკულესი უდიდესი ლიგერია მსოფლიოში. მტაცებელი 450 კგ-ს იწონის და თუ უკანა ორ თათზე დადგება სამ მეტრზე მაღალია. ჰერკულესი დღეში 10 კგ. საქონლის ან ქათმის ხორცს ჭამს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ უნიკალური კატებით ყველა აღფრთოვანებულია, სოციალური ქსელის ბევრ მომხმარებელს უჩვეულო გარეგნობის მტაცებლები ეცოდებათ.
"ეს არანორმალურია, ადამიანმა ლიგერი გასართობად შექმნა," "ამ ცხოველს ნორმალურად სუნთქვაც არ შეუძლია. ის ვერ გადარჩება ველურ ბუნებაში... დააკვირდით მის დაკუნთულ მკერდს და მუცელზე ზედმეტ ტყავს," "ლიგერი საოცარი ცხოველია, თუმცა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ იმ ცხოველების მოშენება, რომლებიც არ არსებობენ, უამრავ პრობლემებს იწვევს - ეს იგივეა, როგორც სხვადსხვა ჯიშის ძაღლის შეჯვარება", - წერენ სოციალურ ქსელში.
წყარო: dailymail.co.uk
ასევე იხილეთ:
თეთრი ვეფხვი, რომელიც დაუნის სინდრომით დაიბადა
თეთრი ლომისა და თეთრი ვეფხვის შვილები
ჰიბრიდი ცხოველები - ისინი სინამდვილეში არსებობენ