ინდიანას შტატში (აშშ) მცხოვრები პენსიონერი მოხუცთა თავშესაფარში რამდენიმე წელია ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ შენობა ტყის სიახლოვეს მდებარეობს, მან თავის ოთახში გარეული ცხოველები პირველად აღმოაჩინა. ოთახში შესულმა ქალმა დაინახა, თუ როგორ დასეირნობდა სამი შველი მის სამყოფელში.
შესაძლოა, ტყის ბინადრები ფანჯრიდან შეიპარნენ.
ქალმა პოლიცია გამოიძახა.
პოლიციამ პენსიონერი ოთახიდან გაიყვანა, ხოლო შედეგ ცხოველების დაჭერა დაიწყო. მათ შვლების დასაჭერად ტრანკვილიზატორი გამოიყენეს. რამდენიმე წუთის შემდეგ, დაუპატიჟებელი სტუმრები ქუჩაში აღმოჩნდნენ.
სამართალდამცველებმა და გარეული ცხოველთა დახმარების ცენტრის წარმომადგენლებმა ტყის ბინადრები ფრთხილად გამოიყვანეს შენობიდან, რათა ზიანი არ მიეყენებინათ. მოგვიანებით, ცხოველები ველურ ბუნებაში დააბრუნეს.
მოხუცი, რომლის ოთახშიც შვლები შეიპარნენ, ამბობს, რომ ცხოველების ფოტო, რომელიც მან აბაზანაში გადაიღო, ძალიან მოსწონს.
წყარო: thedodo.com
ასევე იხილეთ:
როცა 99 წლის ქალმა გაიღვიძა, აღმოაჩინა უცნაური ცხოველი, რომელსაც მის მკერდზე ეძინა
პენსიონერი ვერ ხვდებოდა, თუ ვინ ალაგებდა ყოველ ღამე მის სათავსოს, სანამ სათვალთვალო კამერა არ დააყენა
თავხედი კენგურუ სახლში შეიჭრა, მოურიდებლად დაწვა საწოლში და გემრიელად გამოიძინა