ქალაქ რევარიში (ინდოეთი) ხარმა ღია კარით ისარგებლა, წყალსაცავის კოშკში შევიდა და 60 მეტრი სიმაღლეზე ავიდა, რის შედეგადაც პატარა აივანზე აღმოჩნდა.
ადგილობრივებმა შემთხვევით შეამჩნიეს "უჩვეულო მოგზაური" და მაშველები გამოიძახეს. ისინი ოთხი საათის განმავლობაში, ცხოველის ჩამოყვანას ამწესა და თოკების დახარებით ცდილობდნენ.
ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით, რეზერვუარის კარი თანამშრომელს ღია დარჩა, რის შედეგადაც ხარი 60 მეტის სიმაღლეზე აღმოჩნდა.
საბედნიეროდ, სამაშველო ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ხარი ამწეს დახმარებით მიწაზე დააბრუნეს.
ასევე იხილეთ:
ის 24 საათის განმავლობაში ხიდის კიდეს ეკიდებოდა... თითქოს გრძნობდა, რომ გადაარჩენდნენ
ძუ ჯიქი ჭაში ჩავარდა, ადამიანებმა მისი გადარჩენის გეგმა შეიმუშავეს
ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ლომი გადაარჩინეს