მაჰარაშტრას შტატის (ინდოეთი) მაშველებმა მორიგი სამაშველო ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს.
"შესაძლოა პატარა ცხოველები დედას მოპარეს, ხოლო შემდეგ მინდორში მიატოვეს,"-ამბობს
ადგილობრივი ველური ბუნების დამცველი.
სპეციალისტები იძულებულნი გახდნენ, მტაცებლის 25 დღის კნუტები რამდენიმე საათით რეაბილიტაციის ცენტრში მოეთავსებინათ. დაღამებისას, გარემოს დაცვის თანამშრომლებმა ჯიქის ნაშიერები პლასტმასის ყუთში მოათავსეს, მინდორში მიიყვანეს და ტერიტორია დატოვეს.
სამაშველო ოპერაციის მონაწილეთა თქმით, ძუ თავის ნაშიერებს ეძებდა და როდესაც სპეციალისტებმა კნუტები ყუთით მინდორში მიიყვანეს, რამდენიმე წუთის შემდეგ, სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ აიყვანა მტაცებელმა თავისი შვილები და ბუნაგისკენ წაიყვანა.
ასევე იხილეთ:
დედა შველი ნერვიულობდა, მაგრამ მოთმინებით ელოდა, თუ როდის გადაარჩენდნენ ადამიანები მის შვილს, რომელიც არხში ჩავარდა
მაშველებმა ბენზო ხერხი გამოიყენეს, რათა რქებით გადაბმული ირმები გაეთავისუფლებინათ
კოშკის აივანზე ასული ხარის გადარჩენა