დიდი ჯიშის ძაღლები აღარ იარსებებენ?
დიდი ჯიშის ძაღლები აღარ იარსებებენ?
მსოფლიოში, ბოლო დროს, პატარა ძაღლის ჯიშები იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ დიდი ზომის ძაღლის ჯიშების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. "The Times" იტყობინება, რომ სამომავლოდ, არ არის გამორიცხული, დიდი ძაღლის ჯიშების დეფიციტი.  მათი თქმით, საგანგაშო მდგომარეობაა ბობტეილისა და ინგლისური სეტერის ჯიშების შემცირებასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთი მიზეზი დიდი ზომის ჯიშების შემცირებისა, მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია. მაგალითად, იმისათვის, რომ ირლანდიური ნაგაზის ჯიშს კარგად მოუარო, საჭიროა ბევრი საკვები, ასევე ყოველდღიურად მისი გასეირნება და ყველაზე მცირე,  ორ საათიანი დატვირთვა.

როგორც "The Daily Mirror" იტყობინება , ამ პრობლების შესახებ პირველად ბრიტანულმა "კენელ-კლუბმა" განაცხადა. მათი მონაცემებით 2009-2013 წლებში, ჩიხუახუას ჯიშის ძაღლების რეგისტრაცია გაიზარდა 215 %-ით, თუმცა დაბალი მაჩვენებელია შემდეგი ჯიშების რეგისტრაციასთან დაკავშირებით: ბობტეილერის
27 %, ინგლისური სეტერის  32%,  ირლანდიური ნაგაზი (ვოლკოდავი)-26%.

ამასთანავე, გაურკვეველია მოკლებეწვიანი კოლის ჯიშის მომავალიც.

ასევე იხილეთ:

თბილისში არწივით უკანონოდ ვაჭრობის ფაქტი გამოავლინეს

1 ოქტომბერი - ვეგეტარიანელების საერთაშორისო დღე

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტომახემ ფოცხვერი გადაიღო
ქიზიყი
ირლანდიური ვოლკოდავი-26% ეგ რომელი ჯიშია??? მახრჩობელას, იგივე მგლის მგუდავს რომ ეძახიან? :)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?