ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცნობით, მაისის თვეში გველთან დაკავშირებით 109 გამოძახებაა, აპრილის თვეში კი, მხოლოდ 5 გამოძახება იყო.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის თეიმურაზ ფხალაძის განცხადებით, ქვეწარმავლის დანახვის შემთხვევაში მოქალაქეები დაუყოვნელივ უნდა დაუკავშირდნენ 112-ს. ფხალაძის თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გველდამჭერთა მობილური ჯგუფები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. გველების მხრიდან ადამიანის დაკბენის ფაქტი ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, გამოძახებები ფიქსირდება თბილისის ყველა უბნიდან, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსებიდან და ძველი საცხოვრებელი სახლებიდან.
ამ