როგორც თავშესაფრის მეაპტრონემ, თამაზ ელიზბარაშვილმა განაცხადა, ვითარების გამოსასწორებლად მოხალისეების დახმარებაა საჭირო.
"საკმაოდ დიდი ფართობია დანაგვიანებული. ნაგვის სიმაღლე მეტრანახევრამდე აღწევს. ამ ყველაფერს გასუფთავება უნდა. გვჭირდება მოხალისეები, რომლებიც დაგვეხმარებიან", - აცხადებს თამაზ ელიზბარაშვილი.
თბილისში, სვანიძის ქუჩაზე მდებარე თავშესაფარი, სადაც 450 ძაღლი და ათი დათვი ჰყავთ შეფარებული, გუშინ, ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალდა. თავშესაფარი ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა, რის შედეგადაც 12 ძაღლი დაიხრჩო.
შეგახსენებთ თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრის მისამართს: ქ, თბილისი. გივი სვანიძის 30
იხილეთ ფოტოგალერეა
იხილეთ ვიდეო
ასევე გაეცანით: წუხანდელი სტიქიის შედეგად ძაღლების თავშესაფარში 12 ძაღლი დაიხრჩო (+ფოტო & ვიდეო)
ძაღლების თავშესაფარში მყოფი ათივე დათვი უვნებლად გადარჩა