თბილისში შინაური ცხოველების სასაფლაო მოეწყობა
თბილისში შინაური ცხოველების სასაფლაო მოეწყობა
"აფრიკის დასახლებაში, "ველის სასაფლაოს" მიმდებარე ტერიტორიაზე, შინაური ცხოველების სასაფლაო მოეწყობა," - ამის შესახებ BPN- ს შპს "ჰერმესის" დირექტორმა, მიხეილ ძაგანიამ განუცხადა.

"ცხოველების გვამების გაუვნებლობა აქამდე ე.წ. "ბეიკერის" ორმოში ხდებოდა. მაწანწალა და უპატრონო ცხოველების დაძინებას ახდენს თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური. 35 000 რეგისტირებული ძაღლია ოფიციალურად ქალაქში, რომლებსაც ჰყავთ პატრონები და მათი მოთხოვნაა, რომ თავისი ოთხფეხა მეგობრისთვის არსებობდეს ინდივიდუალური სასაფლაო", - აღნიშნა ძაგანიამ.

მისივე თქმით, "ველის სასაფლაოზე" გამოიყოფა სპეციალური ადგილი, სადაც მოსახლეობას შინაური ცხოველების ინდივიდუალური დამარხვის შესაძლებლობა მიეცემათ. მათივე სურვილისამებრ შესაძლოა, დაიდგას
საფლავის ქვები ოთხფეხა მეგობრების ფოტოებით. სავარაუდოდ, ამ საკითხს მთავრობის შემდეგ სხდომაზე გავიტანთ.


ნახეთ ასევე: თქვენ
ჩვენს გულებში იცხოვრებთ მარად: შინაური ცხოველების საფლავები ლოს-ანჯელესში
manana-sh
სასაფლაოს მოწყობის ნაცვლად მათ უსაფრთოებაზე და მოვლა-პატრონობაზე იფიქროთ ჯობია, ამის ნაცვლად ნორმალური თავშესაფარი გააკეთოთ ! ზამთარი მოდის და წარმოიდგინეთ რა მძიმე პერიოდის გადატანა უწევთ საცოდაც უპატრონო ცხოველებს! ეხლა დამესიეთ ცხოველთმოძულეები, რა დროს ცხოველებია ადამიანებს მივხედოთო!
ნინო
ხალხო,საქმე არ გაქვთ?
kato
წინადადება შემომაქვს შინაური ცხოველების სასაფლაოზე პირველი მიცვალებული დიდი პატივით დაიკრძალოს, ბატ. ნარმანიას და ბ-ნ კახი კალაძეს დაევალოთ სამგლოვიარო მიტინგის ორგანიზება. მაინტერესებს, ითვლებიან თუ არა პინგვინები და ზებრები შინაურ ცხოველებად? ამის გარკვევას სჭირდება საპარლამენტო კომისიის შექმნა, სასურველია უსუფაშვილის მეთაურობით, თუმცა შესაძლოა ის პრემიერმაც ჩაანაცვლოს, თუ ბატ. თავმჯდომარე უქეიფოდ შეიქნა და ვერ შეძლო ამ საპატიო მოვალეობის პირნათლად შესრულება. წინ, კომუნიზმისაკენ!
goga
მთელი მერია გასაყრელია,არავინ არაფრის მაქნისი არაა,მარტო ნახეთ მთაწმინდის გამგეობაში რა ხდება-გამგებელი საერთოდ აზრზე არაა სად მოხვდა და რა უნდა აკეთოს,საერთოდ არასოდეს უმუშავია საჯარო სამსახურში,სამაგიეროდ იცის ფული როგორ აკეთოს,ერთ წელიწადში იყიდა 150 000 დოლარიანი ბინა წავკისში და ცოლისათვის 9000 ევროიანი ავტო.მოადგილეები ერთი უდიპლომო ყავს და ორიც საერთოდ არაფრისმაქნისი.სამაგიეროდ აპარატის უფროსი წყვეტრ ყველაფერს,ისიც ჩაიჭრა ტესტირებაში,მაგრამ გაუყალბეს ქულები მერიაში და ვითომ ჩააბარა,ერთი უვიცი და თავხედი დედაკაცია,კალოშებით ჩამოვიდა კასპიდან და თავზე დააჯდა ახელა რაიონს.მიხედეთ მთაწმინდას!!!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?