საქართველოს ტერიტორიაზე მკვდარი დელფინის გამორიყვის 25 შემთხვევა დაფიქსირდა, იხილეთ სპეციალისტების აზრი ამის შესახებ (+ვიდეო)
საქართველოს ტერიტორიაზე მკვდარი დელფინის გამორიყვის 25 შემთხვევა დაფიქსირდა, იხილეთ სპეციალისტების აზრი ამის შესახებ (+ვიდეო)
შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებზე მკვდარი დელფინების გამორიყვის 25 შემთხვევა დაფიქსირდა. მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტის რამაზ მიქელაძის განმარტებით, პირველადი დათვალიერებით დელფინს ტექნიკური დაზიანებები არ აღენიშნება. მისივე თქმით, დელფინების დაღუპვის ფაქტი სავარაუდოდ, მორბილვირუსის ინფექციას უკავშირდება.

„დელფინის გარეგანი დათვალიერება მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს უფრო მეტად მორბილვიუსთან, ინფექციურ დაავადებასთან, რომელიც დელფინებისთვის არის დამახასიათებელი. ტექნიკური დაზიანებები, რომელიც ბადეებით ჭერასთან არის დაკავშირებული, ნაკლებად შეინიშნება. მარტის თვიდან დღემდე მკვდარი დელფინის გამორიყვის 25-ე შემთხვევა ფიქსირდება“, - აღნიშნა რამაზ მიქელაძემ.

მისივე განმარტებით, ვირუსული ინფექციის გამო, მსგავსი
შემთხვევები სავარაუდოდ, კიდევ დაფიქსირდება. სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. გუშინ, გონიოს სანაპიროზე ზღვამ ერთ მეტრზე მეტი
სიგრძის მკვდარი დელფინი გამორიყა.



ნინო ხოზრევანიძე

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?