მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც ირლანდიისა და შოტლანდიის საზღვარზე გააჩერეს მანქანა, სადაც 30 ლეკვი აუტანელ პირობებში გადაყავდათ. მათ არ ჰქონდათ საკვები და წყალი, ასევე ყველა ცხოველი მოთავსებული იყოს საბარგულში.
ლეკვების ასაკი დაახლობით ორი კვირის იყო. დიდი ბრიტანეთის კანონის მიხედვით,
აკრძალულია შინაური ბინადრის ტრანსპორტირება ან გაყიდვა დაბადებიდან ოთხ კვირამდე. პატარა ცხოველები ვეტერინარულ კლინიკებში გადაიყვანეს.
საქმე გადაეცა პოლიციის დეპარტამენტს, რომელიც იძიებს ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობისა და არალეგალური ვაჭრობის
ცნობილია, რომ ირლანდიაში არსებობს არაერთი ძაღლთსაშენი, სადაც ცხოველებს საშინელ პირობებში ამყოფებენ. არალეგალური "ძაღლების ფერმების" შემოსავლის წყარო ლეკვების გაყიდვაა, რაც მომგებიან საქმიანობად ითვლება.
ასევე იხილეთ:
"ლეკვების ფერმიდან" ერთი ციდა არსება გადაარჩინეს
ლეკვი 8 კვირის იყო, როცა იპოვეს...სასტიკი პატრონები მას "ჩხუბის რინგისთვის" ზრდიდნენ
ბიჭმა ბეწვის ფერმაში იყიდა მელია, რომელიც სიკვდილისთვის იყო განწირული