მათივე ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში ტურისტული სააგენტოების, გიდების, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ტარდება ლექციები და პრეზენტაციები ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის, ასევე, ფრინველთა მიგრაციისა და რეგიონში უკანონო ნადირობის ფენომენის შესახებ. ფესტივალის ბოლო დღეს
„აჭარა მსოფლიოში ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის მსოფლიოს ოთხეულში შედის. გასულ წელს რეგიონს 1,055,302 მტაცებელმა ფრინველმა გადაუფრინა. შესაბამისად, ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი რეგიონში წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და სპეციალისტს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მიმდინარე წელს, რეგიონში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას ისეთი ქვეყნების ორნითოლოგები და ამ დარგით გატაცებული ტურისტები აკვირდებიან როგორებიცაა: ბელგია, ჰოლანდია, ინგლისი, ამერიკა, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, შვედეთი, ავსტრალია და სხვა. შესაბამისად, იზრდება რეგიონში ტურიზმის ამ დარგიდან მიღებული შემოსვალებიც“,- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.
იხილეთ ფოტოგალერეა