აპელა და ტაშა SOS სიგნალს 98 დღის განმავლობაში გზავნიდნენ, თუმცა, მათ ვერავინ ამჩნევდა. ისინი იაპონიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სანაპიროდან 900 მილის დაშორებით, 24 ოქტომბერს ტაივანელმა თევზმჭერებმა აღმოაჩინეს, რის შემდეგაც მათ ამერიკული სადესანტო გემი "აშლანდი" გამოიძახეს.
"უბედურების სიგნალის გაგზავნა ერთადერთი რამ იყო, რაც ამ სიტუაციაში შეგვეძლო გაგვეკეთებინა. როდესაც მეთევზეთა გემი შევნიშნეთ, საოცარი შვება ვიგრძენით", - ამბობს გადარჩენილი ქალი.
მაშველების მხრიდან პირველი კითხვა იყო, თუ როგორ ირჩენდნენ ისინი თავს 5 თვის განმავლობაში. "ექსტრემალმა ქალმა" განმარტა, რომ მათ იახტაზე წყლის გამფილტრავი და საკვების დიდი მარაგი ჰქონდათ. ადგილზე მისულმა სამხედროებმა აპელასა და ტაშას საკვები და მედიკამენტები გადასცეს.
იახტაზე მყოფი ორი ძაღლი თავს კარგად გრძნობს.