30 წელია, ადგილობრივი ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია იბრძვის, რათა კანონი ამოქმედდეს. აკრძალვა ძალაში შევა 2025 წელს, როცა ქვეყანაში ყველა ფერმა დაიხურება.
ნორვეგია ბეწვის წარმოების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ქვეყანაა.
სახელმწიფოში 300-ზე მეტი ფერმაა, სადაც ნატურალური ბეწვის მისაღებად წელიწადში დაახლოებით 700 ათას წავსა და 110 ათას მელიას კლავენ.
ნორვეგიამ მაგალითი აიღო ჩეხეთის რესპუბლიკისა და გერმანიისგან, რომლებმაც 2017 წელს ბეწვის ფერმების დახურვის კანონი მიიღეს.
ასევე იხილეთ:
ესპანეთის 300 ქალაქში ცხოველების მონაწილეობა საცირკო წარმოდგენებში აიკრძალა
ხორვატიაში ბეწვის გამო ფუმფულა ცხოველების სპეციალურ ფერმებში გამრავლება აიკრძალა
იტალიის ხელისუფლებამ ოფიციალურად აკრძალა ცირკში და მოძრავ შოუებში ცხოველების მონაწილეობა