კატალონია პირველი ავტონომიური გაერთიანებაა, რომელმაც უარი თქვა მსგავს სანახაობებზე. ბარსელონა, ჯერონა, ლეიდა და ტარაგონაც იმ ქალაქებს შორისაა, სადაც საცირკო წარმოდგენები ცხოველების მონაწილეობით დასჯადი გახდება.
აკრძალვა ასევე გავრცელდა ალიკანტეში, პალმა-დე-მაიორკაზე, მალაგაში, კორდოვასა და სხვა ქალაქებში.
გრან-კანარის დასავლეთისკენ მდებარე საკურორტო კუნძული მოგანი 275 ქვეყანაა, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ სასტიკ წარმოდგენებზე უარი თქვა.
გარდა ამისა, ესპანელი ცხოველთა დამცველები აქტიურ კამპანიას ატარებენ
2011 წელს კატალონიის პარლამენტმა კორიდა აკრძალა, ხოლო 2012 წლიდან კანონი ძალაში შევიდა და მთელ რეგიონში მსგავსი წარმოდგენები კანონსაწინააღმდეგო გახდა. პირველი რეგიონი, სადაც კორიდა აიკრძალა, არის კანარის კუნძულები (აკრძალულია 1991 წლიდან).
2015 წლის ზაფხულიდან ხარების ბრძოლა აიკრძალა მალიორკაზეც, ამ კანონს არაერთი ქალაქიც შეურთდა, ხოლო 2016 წლიდან ესპანეთის აღმასრულებელი ხელისუფლება იმ წარმოდგენებს, სადაც ცხოველები მონაწილეობენ, მთელ ტერიტორიაზე აკრძალავს.
ასევე იხილეთ:
პირველი ქვეყანა, სადაც დელფინარიუმები აკრძალეს
ცირკის სპილო, წარმოდგენის დროს, დაშავებული მეგობრის დასახმარებლად გაიქცა
17-წლიანი მონობის შემდეგ, ორი დათვი ცირკიდან ველურ ბუნებას დაუბრუნდა