ბათუმში, სანაპიროზე ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ გუჩმანიძემ განაცხადა, ძუძუმწოვრის გამორიყვის შემთხვევა წელს პირველად დაფიქსირდა. მისი ტერიტორიიდან გატანა ”სანდასუფთავების” სამსახურის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს.
არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციით, 2017 წელს ზღვიდან მკვდარი ძუძუმწოვრის გამორიყვის 98 შემთხვევა დაფიქსირდა.