სამ ძუ ლომსა და ერთ ბოკვერს, რომლებიც უკრაინის ცირკში დაიბადნენ და თავისუფლების ფასი არასოდეს უგრძვნიათ, ახალი ცხოვრების დაწყების შანსი მიეცათ. აფრიკული ცხოველები გაყინულ და ბინძურ გალიებში, ღია ცის ქვეშ ცხოვრობდნენ.
ლეონელ დე ლანგის თქმით, ის ყიდდა მაისურებს ლომების გამოსახულებით, ასევე იღებდა ფულად დახმარებას ადამიანებისგან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უგზავნიდნენ.
"ადამიანები მსოფლიოს ყველა კუთხიდან გაერთიანდნენ, რათა გაეკეთებინათ ქველმოქმედება, როგორც დიდი თანხის ოდენობით, ისე მცირედით. ამ ხნის განმავლობაში, ყველა ერთად ვმუშაობდით,"- ამბობს ლანგი.
ცხოველების გადაყვანა ორგანიზებული იყო ისე, რომ მათ ტრანსპორტირებისას სტრესი არ მიეღოთ. ათსაათიანი ფრენისას, ლომებს მშვიდად ეძინათ. საერთო ჯამში, მტაცებლების დანიშნულების ადგილას მიყვანას 76 საათი დასჭირდა.
Kragga Kamma-ს ნაკრძალში მისვლისას, ლომებმა ისადილეს და აფრიკის მიწაზე პირველი ნაბიჯები გადადგეს. ამჟამად ისინი უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაადგილდებიან და თავისუფლებით ტკბებიან.
"ახლა მათ შეუძლიათ გახდნენ ისეთები, როგორებიც თავისი მოძმეები არიან - იყვნენ ლომები, რომლებიც მზის გულზე ისვენებენ, ჭამენ და თამაშობენ... მათ არ უნდა ეცხოვრათ საკუთარ შარდსა და ფეკალიებში", - ამბობს ცხოველთა დამცველი.
ლეონელ დე ლანგი ამ წარმატებულ პროექტზე შეჩერებას არ აპირებს. ის რჩება უკრაინაში და ცირკის დათვების გადასარჩენად გეგმას ამზადებს.
წყარო: dailymail
ასევე იხილეთ:
როცა ისინი ერთმანეთს 20 წლის შემდეგ შეხვდნენ, შიმპანზემ გაიხსენა ყველაფერი, რაც ამ ქალს მისთვის გაუკეთებია
ამ გასაცოდავებული ვეფხვისთვის ბედნიერი ცხოვრება დაიწყო
ტურისტმა გასაცოდავებული ლომი პატარა გალიაში შენიშნა, მას შემდეგ მტაცებლის ცხოვრება სრულიად შეიცვალა