რუსთაველის მეტროს წინ, ცხოველების უფლებების დაცვის მოთხოვნით, აქცია გაიმართა (+ვიდეო)
რუსთაველის მეტროს წინ, "საქართველოს ინტეგრაციული განვითარების ფონდმა", ცხოველთა მოყვარულებმა და უფლებადამცველებმა აქცია გამართეს. აქციის მთავარი მოთხოვნა ცხოველთა უფლებების დაცვა და წამების შემთხვევაში, კანონის აღსრულება იყო.

როგორც ჟურნალისტებს აქციის წევრმა და ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ განუცხადა, შესაბამისი სტრუქტურები, რომლებსაც ევალებათ კანონის აღსრულება, ძალადობაზე თვალს ხუჭავენ მიუხედავად იმისა, რომ სადიზმი ძალიან ხშირად ხდება ჩვენს ქვეყანაში.

"მე ვუერთდები დღევანდელი აქციის მოწოდებას. უნდა დაისაჯონ ის მოძალადეები, რომლებიც ასე აწამებენ დაუცველ ცხოველებს. ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, ნუ იბრმავებთ თვალს თითქმის ყოველდღიურ კრიმინალზე იმიტომ, რომ სადიზმი ძალიან ხშირად
ხდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გირეკავთ, გეკითხებით აღიძრა საქმე? თქვენ გვპასუხობთ რომ აღიძრა. მერე? სად არიან
დასჯილი დამნაშავეები? ჩვენ მოვითხოვთ, რომ კანონი ამოქმედდეს ამ ქვეყანაში", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

წყარო: interpressnews.ge
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?