გამოცემა "Daily Mail"-ის ინფორმაციით, მათ შეადგინეს ღია წერილი, სადაც საუბარია იმ სახეობების ფლორა და ფაუნას საერთაშორისო სავაჭრო კონვენციის (CITES) ცვლილებებზე, რომლებსაც სრული გაქრობა ემუქრებათ.
CITES-ის (გადაშენების პირას მყოფი ფლორასა და ფაუნას საერთაშორისო სავაჭრო კონვენცია) დადგენილებით, რამდენიმე ხნის წინ შეზღუდვა დაწესდა 1000-ზე მეტი ცხოველისა და მცენარის კომერციულ ვაჭრობაზე, მაგრამ შეზღუდვა მოეხსნა გართობის მიზნით ცხოველებზე ნადირობას, რომელიც
ევროპარლამენტარებისა და ცხოველთა დამცველების ერთობლივ წერილში აღნიშნულია, რომ იშვიათ ცხოველებზე ნადირობა (სპილო, ჟირაფი, მარტორქა) აფრიკის ბევრ ქვეყანაში ტურისტებისთვის ნებადართულია დიდი თანხის სანაცვლოდ. გარდა ამისა, მონადირეებს შორის პოპულარულია ნადირობა ავაზაზე, ნიანგზე, რუხ თუთიყუშზე (ჟაკო) და შიმპანზეზე.
უამრავი კრიტიკის მიუხედავად, ამ ქვყნების ხელისუფების წარმომადგენლებს ერთი პასუხი აქვთ: ისინი განმარტავენ, რომ ტურისტების მიერ სისხლიანი გართობის შედეგად მიღებული თანხა, ცხოველთა დაცვის პროექტებს ხმარდება.
წყარო: dailymail.co.uk