ზოოპარკის ფეისბუქზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პატარები ჯანმრთელები და აქტიურები არიან, აქვთ კარგი მადა და ჯერჯერობით, როგორც ყველა ახალდაბადებულს შეეფერება, ძირითადად სძინავთ.
დედა ვეფხვი კამერონი ასევე კარგად გრძნობს თავს და მზრუნველად უვლის თავის პატარებს.
მოუთმენლად დაველოდებით სასიამოვნო სიახლეებს ამ სამი საოცარი პატარას შესახებ.