რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ლეკვის მოკვლაში დამნაშავე პირს განრიდება შეუფარდა
რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ლეკვის მოკვლაში დამნაშავე პირს განრიდება შეუფარდა
გუშინ, რუსთავში, სამი ახალგაზრდას მიერ ლეკვის სადისტურად მოკვლის ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის "ცხოველთა მეგობრების" თავმჯდომარის, ირინა ლიკლიკაძის მიერ რუსთავის სასმართლოში შეტანილ იქნა განცხადება, რის საფუძველზეც რუსთავის პოლიციის სამმართველომ საქმე ახალგაზრდების წინააღმდეგ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით აღძრა, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

როგორც აღნიშნულმა ორგანიზაციამ თავის "ფეისბუქის გვერდის" საშუალებით გვაცნობა, იმის გათვალისწინებით, რომ ლეკვის სხეული დანაშაულის ადგილზე არ იქნა აღმოჩენილი, ხოლო დამნაშავე პირი ადრე ნასამართლევი არ ყოფილა, რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ მას განრიდება შეუფარდა. ახალგაზრდას საზოგადოების სასარგებლოდ 100
საათიანი იძულებითი სამუშაოს შესრულება დაეკისრება, აღნიშნული გადაწყვეტილების  აღსრულებას კი პრობაციის სამსახური გააკონტროლებს.

როგორც ცნობილია, 29
სექტემბერს, ქალაქ რუსთავში სამმა ახალგაზრდამ 1 თვემდე ლეკვი სადისტურად მოკლა. მომხდარი ქუჩაში განთავსებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ვიდეომტკიცებულებას ასევე ერთვოდა ფოტოები, სადაც სისხლის კვალი იყო აღბეჭდილი. იმის გამო, რომ მსგავსი ფაქტები საკმაოდ გახშირდა საქართველოში, საზოგადოებაში გუშინ მომხდარ შემთხვევას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ცხოველთა უფლებებს საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი, იცავს.


იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ: "რუსთავში 18 წლის ბიჭმა ლეკვი სადისტურად მოკლა"
ruso
ლიკლიკაძე ! თავშესაფრებზეც ასე იზრუნე იქნებ გამოგივიდეს რამე,თორემ უპატრონო ძაღლებს მიაქვს ქვეყანაააა.....
#n#
რა საშინელი გაბოროტებით კლავდა ეს არაადამიანი,რა დაუშავა საცოდავმა ლეკვმა?ასეთი მხეცი საზოგადოებისთვის საშიშია,დღეს ლეკვი ჩაქოლა,ხვალ_ადამიანს მოკლავს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?