5 მიზეზი, თუ რატომ არის ძაღლისთვის სათამაშო აუცილებელი?
5 მიზეზი, თუ რატომ არის ძაღლისთვის სათამაშო აუცილებელი?
პატრონების უმეტესობა თვლის, რომ ძაღლის სათამაშო  არ არის ის აუცილებელი ნივთი, რომელიც მას ცხოველის მოვლაში ეხმარება. ეს არ არის საბმელი, რის გარეშეც ძაღლის ყოლა ბევრისთვის წარმოუდგენელია. მიუხედავად ამისა, შინაური ცხოველისთვის სათამაშო  ძალიან მნიშვნელოვანია.

რატომ არის აუცილებელი ძაღლისთვის სათამაშო და რა სარგებელი მოაქვს მას?

სათამაშო ცხოველის აღზრდისა და წვრთნის დროს დაგეხმარებათ

Zooclub

იმისათვის, რომ ძაღლს ასწავლოთ ნივთის მოტანა, პირველ რიგში, უნდა გქონდეთ ნივთი, რომელიც ამისთვის გამოგადგებათ. ადრე პატრონები ძაღლებს ჯოხებით ავარჯიშებდნენ, დღეს კი იყიდება ძაღლისთვის განკუთვნილი არაერთი სათამაშო, რომელიც დიდხანს მოგემსახურებათ და კომფორტულიც
იქნება. ის შეიძლება იყოს: მსუბუქი, გამძლე, რბილი და ა.შ. გარდა ამისა, არსებობს ცურვის დროს დამხმარე სათამაშო - ამისათვის შეიძინეთ ისეთი სათამაშო, რომელიც წყალში არ ჩაიძირება.

სათამაშო ძაღლს მარტოობისა და მოწყენილობის დროს ეხმარება

Zooclub

მაგალითად, თუ  დილიდან საღამომდე მუშაობთ, ხოლო შინაური ცხოველი მარტო რჩება სახლში, ძაღლს სათამაშო მარტოობისა და მოწყენილობის დაძლევაში ეხმარება. არავინ მიატოვებს სამსახურს ცხოველის გამო. ძაღლმა, რომელიც 8-10 საათს მარტო ატარებს, შესაძლოა, დააზიანოს ავეჯი ან სხვა ნივთები.

ცხოველი არაა რობოტი, რომელსაც გარკვეული დროის განმავლობაში გამორთავთ.  ამიტომ, მარტო დარჩენილი შინაური ბინადარი ერთობა ისე, როგორც შეუძლია. მაგალითად, ძაღლს კარგად გამოსდის ავეჯისა და ფეხსაცმლის დაზიანება. მიეცით თქვენს ოთხფეხა მეგობარს შემცვლელი: დაუტოვეთ მას საინტერესო სათამაშო, რომლითაც მარტო ყოფნის დროს გაერთობა.

სათამაშო სეირნობისას ძაღლს ენერგიის დახარჯვაში დაეხმარება

Zooclub

აქტიური ძაღლებისთვის არ არის საკმარისი დღეში ორჯერ  15-30 წუთი სეირნობა. თუ ძალიან დაკავებული ხართ, არსებობს გამოსავალი. შეიძინეთ შესაბამისი სათამაშო და სეირნობის მანძილზე მოაწყეთ აქტივობა თქვენს ბინადართან ერთად.

15-წუთიან სირბილსა და ხტუნვას შეუძლია, ცხოველს დაახარჯინოს მოჭარბებული ენერგია. ამის შემდეგ აუცილებლად მიიღებთ ჯილდოს - შინაური ბინადრის სტაბილურ და მშვიდ ქცევებს სახლში.

სათამაშო ძაღლის მოვლისას დაგეხმარებათ

Zooclub

ძაღლის თანამედროვე სათამაშო მხოლოდ რეზინის ნაჭერი არაა. ზოგჯერ, ის რეალური დამხმარეა ცხოველის მოვლისას. საღრღნელი მასალების უმეტესობა (სათამაშო, რომელიც ძაღლმა უნდა დაღრღნას) კიდევ ერთ პრობლემას მოაგვარებს - გააკეთებს ღრძილების მასაჟს და კბილებს ნადებისგან გაწმენდს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ძაღლებისთვის, რომლებიც მიირთმევენ რბილ საკვებს.

სათამაშო ძაღლთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ

Zooclub

აქტივობის დროს მთავარი ამოცანა პატრონისა და ძაღლის ურთიერთობაა. თამაშის დროს შეგიძლიათ, მოიპოვოთ ძაღლის ნდობა, თუ ამის წინაპირობა ადამიანის სისასტიკე იყო. ასევე, შეგიძლიათ დაამშვიდოთ განერვიულებული ძაღლი ან აარიდოთ გამაღიზიანებელ სიტუაციებს.

სწორი თამაში პატრონს ეხმარება ძაღლთან დაამყაროს იერარქიული ურთიერთგაგება ისე, რომ არ გამოიწვიოს ცხოველის გაღიზიანება.

თამაშმა და ახალმა სათამაშოებმა შესაძლოა, ძაღლის სწრაფი ადაპტაცია მოახდინოს ახალ გარემოში (თუ აიყვანეთ ზრდასრული ცხოველი). იგი ამ დროს სწრაფად ითავისებს, რომ თქვენ მისი ახალი პატრონი ხართ.

თუ ძაღლს აქვს სტრესი, მაქსიმალურად ფრთხილად ჩართეთ ის თამაშში (მოერიდეთ უეცარ ხმებსა და მოძრაობებს). არ ღირს სათამაშოს მიტანა ძაღლის ცხვირთან, თამაში დაიწყეთ მისგან მცირე დისტანციით და ნელ-ნელა ჩართეთ ოთხფეხა მეგობარიც ამ აქტივობაში. ცოტა მოთმინება და ძაღლი აქტიურად ჩაერთვება თამაშში.

ასევე იხილეთ:

შეიძლება თუ არა, ძაღლს საღრღნელად მისცეთ ძვალი?

5 საშუალება, თუ როგორ უნდა გააღრმავოთ თქვენს ძაღლთან კონტაქტი

აუცილებელია თუ არა ძაღლისთვის თბილი ტანსაცმელი?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?