როგორ გავაცნოთ ძაღლს ოჯახის ახალი ბინადარი ლეკვი?
როგორ გავაცნოთ ძაღლს  ოჯახის ახალი ბინადარი ლეკვი?
ახალი შინაური ცხოველი სახლში ოჯახში დიდი მოვლენაა. სასურველია, თავიდანვე დაგეგმოთ ორი ერთმანეთისთვის უცხო არსების შეხვედრა, რადგან ძაღლისთვის/კატისთვის, რომელიც დიდი ხანია თქვენთან ცხოვრობს, ახალი ცხოველის არსებობა დიდი სტრესი და შოკია. 

როგორ შევახვედროთ ცხოველები ერთმანეთს ისე, რომ არ დავარღვიოთ ოჯახური სიმშვიდე და ჰარმონია?

ძაღლისა და ლეკვის პირველი შეხვედრა

შესაძლოა, ოთხფეხა მეგობარი უკვე მიეჩვია, რომ მის გარდა სხვა ცხოველი არ გყავთ, ამიტომ სახლში ახალი შინაური ბინადრის გამოჩენა თავიდან მისთვის სტრესული იქნება.

უკეთესია, თუ პირველად ცხოველები ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვდებიან - ისეთ ადგილზე, სადაც თქვენი
უფროსი ძაღლი საკუთარ ტერიტორიად არ აღიქვამს. მსგავსი შემთხვევისთვის, შეგიძლიათ, გამოიყენოთ ქუჩა, პარ
კი და ა.შ.

როგორც კი ახლად მოყვანილი ლეკვი ქუჩაში აღმოჩნდება, მჭიდროდ მოკიდეთ მის საბელს ხელი და გამოუშვით დიდი ძაღლიც (ასევე გეჭიროთ ისიც საბელზე), მაგრამ თუ ზრდასრული ძაღლი დიდი ზომის და ემოციურია, გაუკეთეთ მას ალიკაპი, რათა გაცნობისას თავიდან აიცილოთ ნებისმიერი უსიამოვნო სიტუაცია.

თქვენი ბინადრები ერთმანეთის გაცნობით დაინტერესებულნი იქნებიან, ამიტომ მიეცით მათ ყნოსვის ნება და ეტაპობრივად გაუზარდეთ საბელის სიგრძე, რათა უფრო ახლოს მიუშვათ.

ცხოველების პირველი შეხვედრისას ესაუბრეთ მათ მშვიდი და რბილი ტონით. შეაქეთ ისინი და იგნორირება მოახდინეთ ყეფაზე ან ყმუილზე.

ორივე შინაური ბინადარი დააჯილდოვეთ (მაგ. სასუსნავით) და მოეფერეთ კარგი ქცევისთვის. თუ რომელიმე ძლიერად ღელავს, არ მიაქციოთ ყურადღება - ეს ნორმალურია.

უკეთესია, თუ პერიოდულად (რამდენიმე წუთი)  შეწყვეტთ მათ ურთიერთობას. შედეგად, თქვენი შინაური ცხოველები საუკეთესო მეგობრები გახდებიან.

უფროს ძაღლს ნება მიეცით, ლეკვი სახლში "მიიპატიჟოს" ან  წინ გაუძღვეს. გაცნობისას ორივე ცხოველი გყავდეთ საბელით, სანამ ახალი ბინადარი არ შეეჩვევა სახლს, ხოლო ზრდასრული ძაღლი სათანადოდ არ მიიღებს ოჯახის ახალ წევრს.

ასევე იხილეთ:

3 რჩევა - როგორ უნდა მოიპოვოთ უპატრონო ძაღლის ნდობა

5 რჩევა, თუ როგორ უნდა დაამშვიდოთ ჰიპერაქტიური ძაღლი

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჩვენი ძაღლი სხვა ძაღლების მიმართ აგრესიულია?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?