მან ტირილი დაიწყო, როცა მიხვდა, რომ სამუდამოდ მიატოვეს
მან ტირილი დაიწყო, როცა მიხვდა, რომ სამუდამოდ მიატოვეს
პიტ-ბულს, სახელად ჯეკის ნამდვილად არ გაუმართლა პატრონის არჩევაში, რადგან ის შობის წინა დღეს სამუდამოდ დატოვეს კალიფორნიის თავშესაფარში. სამწუხაროდ, არა ერთი პატრონი ტოვებს თავის ძაღლს თავშესაფარში და ჯეკი ამ მხრივ გამონაკლისი არ არის, თუმცა, მან იმდენად განიცადა პატრონებთან განშორება, რომ თვით თავშესაფრის თანამშრომლებიც კი განიცდიდნენ მის მდგომარეობას.

"როდესაც მოსაღამოვდა, მომესმა ტირილის ხმა, თავიდან ადამიანი მეგონა, ხმას გავყევი, შევედი ძაღლების სამყოფელში და ვხედავ, ჯეკი ადამიანივით ტიროდა. მივუახლოვდი და თვალებიდან ცრემლებიც მოსდიოდა. წლებია, თავშესაფარში ვმუშაობ და ძალიან განვიცდი, როდესაც ძაღლებს ტოვებენ, თუმცა, მსგავსი არაფერი
მინახავს. როდესაც ჩავხედე თვალებში, დიდი სევდა იყო, თავი ჩაღუნა და ტირილი გააგრძელა."- ამბობს თავშესაფრის თანამშრომელი.

Zooclub

ჯეკი განიცდიდა, რომ ადამიანმა, რომელიც ამდენ ხანს უვლიდა, უცხო გარემოში მიატოვა. მას ხომ ეგონა, რომ მთელი ცხოვრება ერთად გაატარებდნენ. მომვლელების თქმით, ის თითქოს ყველაფერს აღიქვამდა, რაც მის თავს ხდებოდა.

იმის მერე, რაც ძაღლის ამბავი გავრცელდა, 2 წლის ჯეკი ძალიან პოლულარული გახდა და სულ მალე, მან ახალი თბილი ოჯახი იპოვა.

Zooclub

ძაღლს ინტერნეტსივრცეში ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა. მისი აყვანა არა ერთ ადამიანს სურდა, თუმცა, "მგრძნობიარე" ჯეკს თავშესაფარმა საუკეთესო ოჯახი შეურჩია.

ასევე იხილეთ:

ყველაზე ერთგული კატა მსოფლიოში

თავიდან ყველას ეგონა, რომ ის საშინელი "ურჩხული" იყო

მან ბრძანება გასცა ძაღლი ცოცხლად დაემარხათ

1941
ძაღლი არასოდეს უღალატებს ადამიანს მე რომ ფული მქონდეს გავაკეტებდი დიდ თავშესაფარს და მტელი მსოფლიოს ძაღლებს უპატრონებდი მაგრად მიყვარან
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?