7 წლის მოგოსა და 6 წლის ვანჯიკუს ჰყავდათ ალკოგოლიკი დედა, რომელმაც მიატოვა ბავშვები. ისინი ბებიასთან ცხოვრობენ, თუმცა, ქალს კიდევ 5 ბავშვი ყავს მოსავლელი. მას არ შეუძლია, ყველა ბავშვს სრულყოფილი ყურადღება დაუთმოს, ამიტომ და-ძმის პატრონობა ოსკარს მიანდო.
ძაღლი ბავშვებს 6 წელია გვერდიდან არ მოსცილებია, ის ვალდებულად თვლის თავს, ბავშვები დაიცვას. ოსკარს ადგილობრივი მაცხოვრებლები
ძაღლს კენიის ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია მფარველობს. მის ჯანმრთელობაზეც ორგანიზაცია ზრუნავს. რამდენიმე წლის წინ მას სტერილიზაცია გაუკეთდა.
ყოველ დილით ოსკარი ბავშვებს სკოლამდე აცილებს, ელოდება ეზოში და შემდეგ ისევ უკან ერთად ბრუნდებიან. სკოლა არც ისე ახლოს არის სახლთან, ამიტომ ის ზრუნავს, რომ მოგოსა და ვანჯიკუს გზა არ აერიოთ, ასევე ძაღლი ბავშვებს იცავს სხვადასხვა ცხოველის თავდახმისგან.
იხილეთ ვიდეო
ასევე იხილეთ:
3 წლის ბავშვი ძაღლმა სიკვდილისგან იხსნა
კატამ მშობლების მიერ მიტოვებული ახალშობილი გადაარჩინა
ეფექტური თერაპია ბავშვთა კლინიკებში