რა იყო ხვრელის შიგნით? (+ვიდეო)
რა იყო ხვრელის შიგნით? (+ვიდეო)
როდესაც სახლში ცხოველი მოგყავთ, არ დაგავიწყდეთ, რომ მას ახალ გარემოში ყველა კუთხე აინტერესებს. შეამოწმეთ, ხომ არ გაქვთ სახლში ისეთი ადგილი, სადაც მას შესაძლოა, საფრთხე შეექმნას.

სწორედ ასე მოხდა იმ ოჯახის შემთხვევაში, რომელმაც პატარა ლაბრადორის ჯიშიც ლეკვი  სახლში მიიყვანა. 

პატარა ცხოველი ძალიან ცნობისმოყვარე აღმოჩნდა. მან იპოვა ხვრელი, სადაც ძველი საჰაერო გაყვანილობა იყო, შეძვრა, თავი გაეჭედა და ვეღარ გამოდიოდა.

Zooclub

ლეკვმა ყურადღება წკმუტუნით მიიქცია. თუმცა, ხვრელი იმდენად პატარა იყო, მამაკაცს მისი გამოყვანა გაუჭირდა. ამისთვის პატრონს სამაშველო სამსახურის გამოძახება დასჭირდა. მათ კედელი გამოანგრიეს და ლეკვი
გამოიყვანეს.

Zooclub

როდესაც ცხოველმა პატრონი დაინახა, კუდის ქიცინით მიეგება, მიხვდა, რომ უკვე სამშვიდობოს იყო.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

კატამ, საჰაერო მილში ჩავარდნილი კნუტები იპოვა


ხელოსნებს მშენებლობიდან ტირილის ხმა შემოესმათ...

დათვის ბელები შველას ითხოვდნენ


heheeee
რა კარგი ტიპია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?