გოგონა მიწაზე გაუნძრევლად იწვა. ნახეთ, რა გააკეთა ამ უსახლკარო ძაღლმა!
გოგონა მიწაზე გაუნძრევლად იწვა. ნახეთ, რა გააკეთა ამ უსახლკარო ძაღლმა!
როდესაც გოგონამ და მისმა მეგობარმა დილანმა ვაშინგტონის შტატის გზაზე მცხოვრები უსახლკარო ძაღლის შესახებ შეიტყვეს, გადაწყვიტეს, წარმოუდგენელი რამ გაეკეთებინათ…

ახლახანს ორმა გოგონამ სოციალურ ქსელში დადო ფოტოები, სადაც ჩანს, თუ რა დიდი გზის გავლა მოუწიათ, რომ დაუძლურებული საწყალი ძაღლი, მეტსახელად დათვი გადაერჩინათ. შეშინებული ცხოველი ადამიანებს ახლოს არ იკარებდა.

დაახლოებით ერთი საათის მანძილზე ამანდა და დილანი ცდილობდნენ ძაღლის მიტყუებას საჭმლით, მაგრამ სამწუხაროდ, ამ სატყუარამ არ გაამართლა. მეორე დღეს, როდესაც გოგონები იმავე ადგილას დაბრუნდნენ, ძაღლი ისევ იქ იყო. მეგობრებმა კვლავ სცადეს მისი საკვებით მიტყუება, მაგრამ ისევ არაფერი გამოუვიდათ... ამანდას და მის მეგობარს უეცრად თავში
ერთი ძალიან კრეატიული იდეა მოუვიდათ. 

ამანდა მიწაზე დაეცა, ვითომ დაჭრილი იყო. გოგონა მოიკუნტა და ემბრიონის
ფორმით ნელ-ნელა გაცოცდა ძაღლისკენ. მთელი ორი საათის განმავლობაში ამანდა ძაღლს უახლოვდებოდა. როდესაც დათვს მოუთმენლობა შეეტყო, გოგონამ კრუსუნი და ტირილი დაიწყო. ამგვარად იგი 1-2 სანტიმეტრით ახლოს მივიდა და პირდაპირ ამ დიდი ძაღლის წინ აღმოჩნდა.

ამანდა ძაღლს 2 საათის განმავლობაში იქამდე ეფერებოდა, სანამ ძაღლმა საყელურის გაკეთების უფლება არ მისცა.


შეშინებული და ყველასგან მიტოვებული ძაღლი, სახელად დათვი გზის პირას ცხოვრობდა.

Zooclub


ამანდამ ასეთ პოზაში 20 წუთი გაატარა, რის შემდეგაც ძაღლმა მის მიმართ ინტერესი დაკარგა.

Zooclub


ახლა გოგონას შეეძლო მას ნელ-ნელა მიახლოებოდა...

Zooclub


ამანდა დათვს უახლოვდებოდა…

Zooclub


გოგონას ესმოდა, რომ ძალიან ფრთხილად უნდა მოქცეულიყო, რომ ძაღლი არ დაეფრთხო.

Zooclub


როგორც იქნა, იგი დათვის პირისპირ აღმოჩნდა...

Zooclub


ძაღლი ძალიან დაუძლურებული იყო. მას ძვლები და ნეკნები უჩანდა.

Zooclub


გოგონამ ძაღლის კეთილგანწყობის მოპოვება შეძლო. მხოლოდ ამის შემდეგ გაუკეთა მას საყელური.

Zooclub


დღეს დათვი გამოჯანმრთელების გზაზეა. იმის გამო, რომ ძაღლი საოცრად მეგობრული და მოსიყვარულე აღმოჩნდა, ამანდა და დილანი ვარაუდობენ, რომ ის უბრალოდ დაკარგულია. გოგონები ამჟამად მისი პატრონის პოვნას ცდილობენ. 

Zooclub


ნებისმიერ შემთხვევაში ეს საოცარი ძაღლი, სახელად დათვი არასოდეს დარჩება მარტო. თუ პატრონი არ გამოჩნდა, მას აუცილებლად ექნება ახალი მყუდრო სახლი.

საბედნიეროდ, ჩვენს სამყაროში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გულისხმიერებას იჩენენ და მზად არიან, დაეხმარონ გაჭირვებულებს.

ნუ იქნებით გულგრილნი, შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ ყველას, ვისაც დახმარება სჭირდება.


valeri
უპატრონო ძაღლების თავშესაფარს საქართველოში 3 მილიონზე მეტი ჰქონია ბიუჯეტი.ამ თანხის 85 პროცენტი სახელფასო ფონდია.იქნებ ამაზე ავიმაღლოთ ხმა და დავიცვათ უპატრონო ცხოველები.
citelkuda
მაია ასატიანის დედამ ხეზე მჯდომარე ცჰიტს უნდა დაუმიზნო ისარი და ტვალსჰი გაარტკა....და ამას ამბობს ტელევიზიიტ. ეს ისტორია რაც აკ ცერია იკნებ მაია ასატიანის დედამ ცაიკიტხოს.
jumber
ნინის! კარგი ადამიანი ხართ.გაიხარეთ.
ddd-ს მსგავსებს
რამ გაგაბოროტა ასე? არ მინდა გავიმეორო (თუმცა ნამვილად იმსახურებ)გაცვეთილი ფრაზა იმის შეასხებ, რომ შენი მსგავსი ადამიანების გადამკიდე, ცხოველები მეტ პატივისცემას იუმსახურებენ.
ddd
მერე რა მოხდა?ველიკით სეირნობდნენ და ბანძი ძაღლი დააპურეს,რა მოხდა ასეთი?აქქც უყრიან საჭმელს და რატომ არ აქვეყნებთ?იმიტომ,რომ თავი ამერიკელი გგონიათ ან მათი მაგვარი.ამით ამერიკელები ვერ გახდებით თქვე ღამურებო.ეგ ძაღლი გჯობიათ მეტიჩარა ვითომ კეთილებს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?