გოგონა მიწაზე გაუნძრევლად იწვა. ნახეთ, რა გააკეთა ამ უსახლკარო ძაღლმა!
გოგონა მიწაზე გაუნძრევლად იწვა. ნახეთ, რა გააკეთა ამ უსახლკარო ძაღლმა!
როდესაც გოგონამ და მისმა მეგობარმა დილანმა ვაშინგტონის შტატის გზაზე მცხოვრები უსახლკარო ძაღლის შესახებ შეიტყვეს, გადაწყვიტეს, წარმოუდგენელი რამ გაეკეთებინათ…

ახლახანს ორმა გოგონამ სოციალურ ქსელში დადო ფოტოები, სადაც ჩანს, თუ რა დიდი გზის გავლა მოუწიათ, რომ დაუძლურებული საწყალი ძაღლი, მეტსახელად დათვი გადაერჩინათ. შეშინებული ცხოველი ადამიანებს ახლოს არ იკარებდა.

დაახლოებით ერთი საათის მანძილზე ამანდა და დილანი ცდილობდნენ ძაღლის მიტყუებას საჭმლით, მაგრამ სამწუხაროდ, ამ სატყუარამ არ გაამართლა. მეორე დღეს, როდესაც გოგონები იმავე ადგილას დაბრუნდნენ, ძაღლი ისევ იქ იყო. მეგობრებმა კვლავ სცადეს მისი საკვებით მიტყუება, მაგრამ ისევ არაფერი გამოუვიდათ... ამანდას და მის მეგობარს უეცრად თავში
ერთი ძალიან კრეატიული იდეა მოუვიდათ. 

ამანდა მიწაზე დაეცა, ვითომ დაჭრილი იყო. გოგონა მოიკუნტა და ემბრიონის
ფორმით ნელ-ნელა გაცოცდა ძაღლისკენ. მთელი ორი საათის განმავლობაში ამანდა ძაღლს უახლოვდებოდა. როდესაც დათვს მოუთმენლობა შეეტყო, გოგონამ კრუსუნი და ტირილი დაიწყო. ამგვარად იგი 1-2 სანტიმეტრით ახლოს მივიდა და პირდაპირ ამ დიდი ძაღლის წინ აღმოჩნდა.

ამანდა ძაღლს 2 საათის განმავლობაში იქამდე ეფერებოდა, სანამ ძაღლმა საყელურის გაკეთების უფლება არ მისცა.


შეშინებული და ყველასგან მიტოვებული ძაღლი, სახელად დათვი გზის პირას ცხოვრობდა.

Zooclub


ამანდამ ასეთ პოზაში 20 წუთი გაატარა, რის შემდეგაც ძაღლმა მის მიმართ ინტერესი დაკარგა.

Zooclub


ახლა გოგონას შეეძლო მას ნელ-ნელა მიახლოებოდა...

Zooclub


ამანდა დათვს უახლოვდებოდა…

Zooclub


გოგონას ესმოდა, რომ ძალიან ფრთხილად უნდა მოქცეულიყო, რომ ძაღლი არ დაეფრთხო.

Zooclub


როგორც იქნა, იგი დათვის პირისპირ აღმოჩნდა...

Zooclub


ძაღლი ძალიან დაუძლურებული იყო. მას ძვლები და ნეკნები უჩანდა.

Zooclub


გოგონამ ძაღლის კეთილგანწყობის მოპოვება შეძლო. მხოლოდ ამის შემდეგ გაუკეთა მას საყელური.

Zooclub


დღეს დათვი გამოჯანმრთელების გზაზეა. იმის გამო, რომ ძაღლი საოცრად მეგობრული და მოსიყვარულე აღმოჩნდა, ამანდა და დილანი ვარაუდობენ, რომ ის უბრალოდ დაკარგულია. გოგონები ამჟამად მისი პატრონის პოვნას ცდილობენ. 

Zooclub


ნებისმიერ შემთხვევაში ეს საოცარი ძაღლი, სახელად დათვი არასოდეს დარჩება მარტო. თუ პატრონი არ გამოჩნდა, მას აუცილებლად ექნება ახალი მყუდრო სახლი.

საბედნიეროდ, ჩვენს სამყაროში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გულისხმიერებას იჩენენ და მზად არიან, დაეხმარონ გაჭირვებულებს.

ნუ იქნებით გულგრილნი, შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ ყველას, ვისაც დახმარება სჭირდება.


nat
გაიხარეთ გოგოებო მიყვარხართ :)))
nini
სულ მეცოდებიან უპატრონო ცხოველები და სადაც ვნახავ ცჰემტან ეზოში მომყავს ვაჩმევ და ეხლა იმდენნი არიან არ ვიცი რა ვუყო ნეტავ მქონდეს საშუალება ავუშენებდი სახლს და ყველას მოვუვლიდი სახლში შემოვიყვანე ერტი ლეკვი და დედა შვილი კატა რო წვიმდა და ეხლაც აქ მყავს აბა რა ვქნა რო გავიშვა გარეტ ცივა მეცოდებიან პაწუკები არიან ჩემი იმედი აქვთ.
elo
ჩემი ნება იყოს დიდ თავშესაფარს გავხსნიდი და ყველას მოვათავსებდი რომ ეს ხალხი აეშეწუხდეს
1941
საქართველოს მთავრობამ კანონი მიიგო ძაგლების დახოცაზე ეს არის ქრისტიანობა? ეს არის სტუმართმოყვარე ხალხი? მოგეკითხებათ იცოდეთ
liza
ეს არის ცხოველების მოყვარულთა საიტი, ჩვენ აქ ერთმანეთს აზრებს ვუზიარებთ და თუ დააკვირდებით მგონი მხოლოდ ამ საიტზეა რომ ერთმანეთს არ ვხოცავთ განსხვავებული აზრის გამო. ნუ ვადარებთ ადამიანების გაჭირვებას ცხოველებს. ყველა ცოდოა, მესმის, მაგრამ ადამიანებს ცხოველებისგან განსხვავებით საქართველოში არ ურტყავენ, აწვალებენ, კლავენ და პასუხს არავინ აგებინებს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?