გოგონა მიწაზე გაუნძრევლად იწვა. ნახეთ, რა გააკეთა ამ უსახლკარო ძაღლმა!
გოგონა მიწაზე გაუნძრევლად იწვა. ნახეთ, რა გააკეთა ამ უსახლკარო ძაღლმა!
როდესაც გოგონამ და მისმა მეგობარმა დილანმა ვაშინგტონის შტატის გზაზე მცხოვრები უსახლკარო ძაღლის შესახებ შეიტყვეს, გადაწყვიტეს, წარმოუდგენელი რამ გაეკეთებინათ…

ახლახანს ორმა გოგონამ სოციალურ ქსელში დადო ფოტოები, სადაც ჩანს, თუ რა დიდი გზის გავლა მოუწიათ, რომ დაუძლურებული საწყალი ძაღლი, მეტსახელად დათვი გადაერჩინათ. შეშინებული ცხოველი ადამიანებს ახლოს არ იკარებდა.

დაახლოებით ერთი საათის მანძილზე ამანდა და დილანი ცდილობდნენ ძაღლის მიტყუებას საჭმლით, მაგრამ სამწუხაროდ, ამ სატყუარამ არ გაამართლა. მეორე დღეს, როდესაც გოგონები იმავე ადგილას დაბრუნდნენ, ძაღლი ისევ იქ იყო. მეგობრებმა კვლავ სცადეს მისი საკვებით მიტყუება, მაგრამ ისევ არაფერი გამოუვიდათ... ამანდას და მის მეგობარს უეცრად თავში
ერთი ძალიან კრეატიული იდეა მოუვიდათ. 

ამანდა მიწაზე დაეცა, ვითომ დაჭრილი იყო. გოგონა მოიკუნტა და ემბრიონის
ფორმით ნელ-ნელა გაცოცდა ძაღლისკენ. მთელი ორი საათის განმავლობაში ამანდა ძაღლს უახლოვდებოდა. როდესაც დათვს მოუთმენლობა შეეტყო, გოგონამ კრუსუნი და ტირილი დაიწყო. ამგვარად იგი 1-2 სანტიმეტრით ახლოს მივიდა და პირდაპირ ამ დიდი ძაღლის წინ აღმოჩნდა.

ამანდა ძაღლს 2 საათის განმავლობაში იქამდე ეფერებოდა, სანამ ძაღლმა საყელურის გაკეთების უფლება არ მისცა.


შეშინებული და ყველასგან მიტოვებული ძაღლი, სახელად დათვი გზის პირას ცხოვრობდა.

Zooclub


ამანდამ ასეთ პოზაში 20 წუთი გაატარა, რის შემდეგაც ძაღლმა მის მიმართ ინტერესი დაკარგა.

Zooclub


ახლა გოგონას შეეძლო მას ნელ-ნელა მიახლოებოდა...

Zooclub


ამანდა დათვს უახლოვდებოდა…

Zooclub


გოგონას ესმოდა, რომ ძალიან ფრთხილად უნდა მოქცეულიყო, რომ ძაღლი არ დაეფრთხო.

Zooclub


როგორც იქნა, იგი დათვის პირისპირ აღმოჩნდა...

Zooclub


ძაღლი ძალიან დაუძლურებული იყო. მას ძვლები და ნეკნები უჩანდა.

Zooclub


გოგონამ ძაღლის კეთილგანწყობის მოპოვება შეძლო. მხოლოდ ამის შემდეგ გაუკეთა მას საყელური.

Zooclub


დღეს დათვი გამოჯანმრთელების გზაზეა. იმის გამო, რომ ძაღლი საოცრად მეგობრული და მოსიყვარულე აღმოჩნდა, ამანდა და დილანი ვარაუდობენ, რომ ის უბრალოდ დაკარგულია. გოგონები ამჟამად მისი პატრონის პოვნას ცდილობენ. 

Zooclub


ნებისმიერ შემთხვევაში ეს საოცარი ძაღლი, სახელად დათვი არასოდეს დარჩება მარტო. თუ პატრონი არ გამოჩნდა, მას აუცილებლად ექნება ახალი მყუდრო სახლი.

საბედნიეროდ, ჩვენს სამყაროში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გულისხმიერებას იჩენენ და მზად არიან, დაეხმარონ გაჭირვებულებს.

ნუ იქნებით გულგრილნი, შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ ყველას, ვისაც დახმარება სჭირდება.


mn
ზუსტად ასეთი შემთხვევაა ჩემს უბანშიც ჩემო თბილო ბარბარე და მეზობლები მეუბნებიან ამ ძაღლს ნუ იჩვევო, ჯერეგერთი მე დიდი ბუნება მაქვს და ვინც ასეთ შენიშვნას მაძლევს ჩემს სიმაღლემდე მოვიდეს შეგნებითა და ჰუმანურობით, ბევრი ძაღლი მირჩევნია ცივსისხლიან და საძაგელ ადამიანებს!!!
barbare
მეცოდება მიტოვებული ცხოველები, ჩემს უბანში ერტი ძაღლი მოგვეჩვია, ისეთი მეგობრული და მოალერსეა, მთელი ზამთარი ყინვაში და ქუცაში გაატარა, მე ვეფერები და საჭმელს ვაჭმევ, ამის გამო მთელი უბანი დამიპირისპირდა, იტყვიან ხოლმე ძაღლი და ბავშვი ადამიანის შეცნობაში გენიოსიაო, საკმარისია თვალი მომკრას ბობომ, ასე შევარქვი სახელი ცუგრას, მაშინვე გამოექანება და გამაცილებს ხან სახლში, ხან სამსახურში
mariami
მართალია ჩვენს ქვეყანაში ბევრი უსახლკარო და გაჭირვებულია, მაგრამ ეს სტატია ცხოველზეა და კერძოდ მიტოვებულ ძაღლზე. არიან უმადური ადამიანები, თან რომ გადაჰყვე ვერ დაანახვებ , მაგრამ ძაღლი და ზოგიერთი ცხოველი ყოველთვის გამოხატავს მადლიერებასა და სიყვარულს ადამიანების მიმართ.
niko
თბილისში, დიღმის მასივის მე-3 კვარლის 1 კორპუსის ძირში, ზამთარ-ზაფხულ, გარეთ, კვერცხის ჩასადებ ყუთებზე ჩამომჯდარი ათენებს ღამეებს უპატრონო, დაავადებული, 30-35 წლის ქალი. ალბათ ძაღლზე ნაკლები საცოდავი არსება არ უნდა იყოს. მასზე გააკეთეთ სტატია, იქნებ ვინმე მიეხმაროს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?