ძაღლი შუმახერი სახლთან ერთად გაყიდეს
ძაღლი შუმახერი სახლთან ერთად გაყიდეს
როდესაც მოსკოვში მცხოვრებმა ოჯახმა ბინა გაყიდა, ახალმა მეპატრონემ სახლში მიტოვებული ძაღლი აღმოაჩინა. ცხოველმა, წყლისა და საკვების გარეშე, აბაზანაში ჩაკეტილმა რამდენიმე დღე გაატარა.

კარგად გაწვრთნილი შინაური ბინადარი მშვიდად იჯდა აბაზანაში და ელოდებოდა, როდის გაათავისუფლებდნენ მას. როდესაც იგი სახლის ახალმა მეპატრონემ აღმოაჩინა, დაუყოვნებლივ ცხოველთა თავშესაფარს დაუკავშირდა.

ძაღლი, რომელსაც საბუთების მიხედვით შუმახერი ჰქვია, 9 წლის არის. ამ ინციდენტის შემდეგ,  ის ვეტერინარულ კლინიკაში განაგძობს მკურნალობას. მან რამდენიმე დღიანი შიმშილისგან წონაში ძალიან დაიკლო, ასევე, აღენიშნება ალერგიაც. ცხოველი საოცრად თბილი და კონტაქტურია. ასევე, ძალიან კარგად არის გაწვრთნილი.

მომვლელებისთვის გაუგებარი რჩება, თუ რატომ მიატოვეს პატრონებმა ძაღლი და მეტიც, მას არ დაუტოვეს საკვები და
წყალიც კი. მოხალისეების თქმით, რომლებიც ძაღლს უვლიან, თუ შუმახერის პატრონი გამოჩნდა, მას შინაურ ცხოველს აღარ დაუბრუნებენ.

ასევე იხილეთ:

პოლიციელებმა მიტოვებულ სახლში მყოფი ორი მომაკვდავი ძაღლი გადაარჩინეს…

სევდიანი ამბავი ბედნიერი დასასრულით

პატრონისგან მიტოვებული სევდიანი ძაღლი დათვს დაუმეგობრდა
ლალი
არც არის ღირსი. ასე როგორ გაიმეტა საბრალო ძაღლი. ასე გამოკეტვას, ჯობდა ქუჩაში დაეტოვებინა.უსინდისო
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?