რატომ ტოვებს ძაღლი სიკვდილის წინ სახლს?
რატომ ტოვებს ძაღლი სიკვდილის წინ სახლს?
როგორ იქცევა ძაღლი სიკვდილის წინ?! სამწუხაროდ, ჩვენი ბინადრები ბერდებიან და ჩვენ მათი სიკვდილის მომსწრენი ვხდებით.
ეს ფაქტი თქვენთვის მოულოდნელი რომ არ იყოს, განვიხილოთ მათი დაუძლურების ნიშნები. რა თქმა უნდა, ძაღლების ქმედება ინდივიდუალურია. ერთნი განმარტოებას ცდილობენ, სხვებს სიცოცხლის უკანასკნელი წუთების გატარება პატრონთან ერთად სურთ.


მაგრამ მაინც, გარკვეული ნიშნები მიგვითითებენ, რომ ძაღლი კვდება.

სიცოცხლის ბოლო წუთებში ძაღლი დიდი ხნის მანძილზე ერთსა და იმავე ადგილას წევს, ხან წამოდგომის ძალაც არ აქვს.

ბევრი ძაღლი სიცოცხლის ბოლოს შარდის ბუშტის მოქმედებას ვერ აკონტროლებს. ამას შეიძლება, დიარეაც დაერთოს.
ასეთ დროს არ შეზღუდოთ ძაღლი წყლის მიღებისგან, უბრალოდ შეინარჩუნეთ სისუფთავე.

სიცოცხლის ბოლო დღეებში ძაღლმა შეიძლება,
მკვეთრად დაკარგოს მადა. შესაბამისად, წონაში დაიკლებს, მაგრამ ძალით არ აჭამოთ.

შესაძლებელია, კუნთების სისუსტე და მათზე კონტროლის დაკარგვა.

ძაღლი მძიმედ დაიწყებს სუნთქვას, ასევე, გაუჭირდება ნერწყვის ყლაპვა.

ეცადეთ, თქვენს მეგობართან მეტი დრო გაატაროთ. მიეფერეთ მას.



არის აზრი, რომ როგორც კი ძაღლი სიკვდილის მოახლოებას იგრძნობს, სახლიდან წასვლასა და მარტო სიკვდილს შეეცდება. ეს ეხება არა მხოლოდ ძაღლებს, არამედ კატებსა და სხვა ცხოველებს.

გააცნობიერებენ რა დასასრულის მოახლოებას, ცხოველები ფრთხილობენ, რომ ხროვის წევრებს არ ანახონ სიკვდილი. ზოგის აზრით, ცხოველი სახლიდან გარბის იმ იმედით, რომ საკუთარი ძალებით - მცენერეებით იმკურნალებს.

შესაძლებელია, ცხოველები სახლიდან ინსტინქტის გამო მიდიან. მათი წინაპრები ხომ მგლები იყვნენ. მგლის ხროვაში კი წესად იყო სუსტი ცხოველის მოკვლა. ასევე, ძაღლების საქციელი შეიძლება, სახეობის დაცვასთან იყოს დაკავშირებული, რადგან ხროვის წევრებს შეეძლოთ შეეჭამათ დაავადებული გვამი და თავად დაავადებულიყვნენ.

ამასთან დაკავშირებით უამრავი თეორიაა, ძაღლების ქცევა კი - განსხვავებული. ერთნი მიდიან, მეორენი რჩებიან პატრონთან თავისი ერთგული სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე.

adamiani
მე მივმართავ ვიღაცა მიმის, უკვე შენი თავი გააშიშვლე და ყველაზე ველური ცხოველის და საზაგელ მტაცებელზე უფრო მაღლა დგახარ, იქნები უბოროტესი და უგულო არსება!! ჯოჯოხეთში ხარ შენ!
მიმი
,,ეცადეთ, თქვენს მეგობართან მეტი დრო გაატაროთ. მიეფერეთ მას,, - ეს ძალიან მაგარი რჩევა არის :))))) ისე ზოგადად გეტყვით ჩემს სამეზოლოში ყავთ ძაღლი, სადარბაზოში, ლიფტში ისეთი სუნი დგას, მიკვირს სახლში როგორ აჩერებენ ცხოველს, იმდენი ბეწვი ყრია, ეზოში ხომ სულ წაბილწულია, თუმცა არავინ არაფერს არ ვეუბნებით, თითქოს ტყუპები იყვნენ ძაღლი და პატრონი ისე დაემსგავსნენ ერთმანეთს, ხანდახან მგონია ერთ დღეს ძაღლი გამოიყვანს პატრონს სასეირნოდ და პატრონიც ოთხ ფეხზე იდგება, ძალიან მეცოდება, ადამიანის სახე აქვს დაკარგული, და მერწმუნეთ ადამიანზე მეტად ძაღლი უყვარს, წარმოგიდგენია.... არჩევანის წინაშე რომ აღმოჩნდეს ძაღლს გადაარჩენს და ადამიანისკენ არც კი გაიხედება, თითქოს რა ჰუმანურია, ცხოველები უყვარს... რეალურად კი ჯოჯოხეთშია, ადამიანზე მეტად ძაღლი უყვარს !
თენგო
ასე გააკეთა ჩემმა დრათჰარმა ბობიმ მე-13 წელს, სუსტად კი იყო, მაგრამ არც ისე დაუძლურებული იყო, როგორც აქ არის აღწერილი მაგრამ მაინც წავიდა სახლიდან. მანამდე 2 დღე ღამ-ღამობით სადღაც იკარგებოდადა, მე-3 დღეს სულ წავიდა, ვეძებე და ვეღარ ვნახე. ძალიან დაგვწყვიტა გული :( ...
მანანა
ასე გააკეთა ჩემმა კატამაც. ისე დაუძლურებული იყო, სიარულიც აღარ შეეძლო, მაგრამ ვეღარსად ვიპოვე :(
Lika
Tsugas sikvdili sashinelebaa
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?