რატომ ტოვებს ძაღლი სიკვდილის წინ სახლს?
რატომ ტოვებს ძაღლი სიკვდილის წინ სახლს?
როგორ იქცევა ძაღლი სიკვდილის წინ?! სამწუხაროდ, ჩვენი ბინადრები ბერდებიან და ჩვენ მათი სიკვდილის მომსწრენი ვხდებით.
ეს ფაქტი თქვენთვის მოულოდნელი რომ არ იყოს, განვიხილოთ მათი დაუძლურების ნიშნები. რა თქმა უნდა, ძაღლების ქმედება ინდივიდუალურია. ერთნი განმარტოებას ცდილობენ, სხვებს სიცოცხლის უკანასკნელი წუთების გატარება პატრონთან ერთად სურთ.


მაგრამ მაინც, გარკვეული ნიშნები მიგვითითებენ, რომ ძაღლი კვდება.

სიცოცხლის ბოლო წუთებში ძაღლი დიდი ხნის მანძილზე ერთსა და იმავე ადგილას წევს, ხან წამოდგომის ძალაც არ აქვს.

ბევრი ძაღლი სიცოცხლის ბოლოს შარდის ბუშტის მოქმედებას ვერ აკონტროლებს. ამას შეიძლება, დიარეაც დაერთოს.
ასეთ დროს არ შეზღუდოთ ძაღლი წყლის მიღებისგან, უბრალოდ შეინარჩუნეთ სისუფთავე.

სიცოცხლის ბოლო დღეებში ძაღლმა შეიძლება,
მკვეთრად დაკარგოს მადა. შესაბამისად, წონაში დაიკლებს, მაგრამ ძალით არ აჭამოთ.

შესაძლებელია, კუნთების სისუსტე და მათზე კონტროლის დაკარგვა.

ძაღლი მძიმედ დაიწყებს სუნთქვას, ასევე, გაუჭირდება ნერწყვის ყლაპვა.

ეცადეთ, თქვენს მეგობართან მეტი დრო გაატაროთ. მიეფერეთ მას.



არის აზრი, რომ როგორც კი ძაღლი სიკვდილის მოახლოებას იგრძნობს, სახლიდან წასვლასა და მარტო სიკვდილს შეეცდება. ეს ეხება არა მხოლოდ ძაღლებს, არამედ კატებსა და სხვა ცხოველებს.

გააცნობიერებენ რა დასასრულის მოახლოებას, ცხოველები ფრთხილობენ, რომ ხროვის წევრებს არ ანახონ სიკვდილი. ზოგის აზრით, ცხოველი სახლიდან გარბის იმ იმედით, რომ საკუთარი ძალებით - მცენერეებით იმკურნალებს.

შესაძლებელია, ცხოველები სახლიდან ინსტინქტის გამო მიდიან. მათი წინაპრები ხომ მგლები იყვნენ. მგლის ხროვაში კი წესად იყო სუსტი ცხოველის მოკვლა. ასევე, ძაღლების საქციელი შეიძლება, სახეობის დაცვასთან იყოს დაკავშირებული, რადგან ხროვის წევრებს შეეძლოთ შეეჭამათ დაავადებული გვამი და თავად დაავადებულიყვნენ.

ამასთან დაკავშირებით უამრავი თეორიაა, ძაღლების ქცევა კი - განსხვავებული. ერთნი მიდიან, მეორენი რჩებიან პატრონთან თავისი ერთგული სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე.

Cemi azrit
დზაგლი სახლიდან იმიტომ მიდის სიკვდილის ან ავადმკოპობის წინ რომ ტკივილის გამაყუჩებელი ბალახეულობა მოძებნოს . მე სოპელში სამი საუკეტესო ძაღლი მომიკლეს სხვადასხვა წლებში .უბრალოდ მეზობლის ბავშვებმა მოწამლეს არც ერტი სახლში არ მოკვდა ხის ჩდილში იკვნენ საწყლები . ის ბავშვებიც დაიზარდნენ მაგრამ სამწუხაროდ ახალგაზრდები დაიღუპნენ. ორტავეზე ვწუხვარ ძაღლებზეც და ადამიანებზეც . ბოროტება არც ერტ სულიერს არ უნდა გაულეტო რადგანაც მატში უპლის ნაწილია ისევე როგორც ჩვენში ადამიანებში.
tamari
მე კატა მყავს . ამერიკელებს დავცინოდი ძაღლს და საერტოდ ცხოველებს ადამიანებივიტ გიჯებივიტ როგორ ელაპარაკებიან მეტქი მაგრამ ტქვენ წარმოიდგინეტ ამიტ მარტოდ დარჩენილი ადამიანი გონებას ამუშავებს და ლაპარაკს არ გადაეჩვევა. ხო კატა მყავს ძაღლიც მიყვარს მაგრამ ძაღლს მეტი მოვლა სჭირდება და პსიქიკურად არ ვარ მზად.ამიტტომ კატაზე შევაჩერე არჩევანი. სახლში რომ ვბრუნდებიტ ისეტი კნავილიტ გვეგებება ტიტქოს გვეუბნება ამდენიხანი უტქვენოდ მოვიწყინეო. ძალიან საყვარელია .ერტი ის არ მიყვარს რომ მაგიდაზე ხტება მაგრამ ვცდილობ გავწვრტნა .უკვე ესმის ჩამოდი დაბლა .ალბატ ხმის ტონიტ ტორემ სიტყვებს ვერ დაიმახსოვრებს . არ გეწყინოტ მაგრამ ჩემი კატა ბევრ უმადურ ადამიანს მირჩევნია მისი მოპერება წლებიტ დაგროვილ დარდს მავიწყებს . იყოლიეტ კატები და ძაღლები უპრო გაგაკეტილშობილებტ იოლად ვერავინ გაგაბრაზებტ და წყენას ადვილად დაივიწყებტ რიტაც ჯამრტელნი იქნებიტ.
ლამარა ბებო
მიმი-ს. რა თქმა უნდა ცუდია თუ პატრონი სათანადოდ არ აქცევს ყურადღებას თავის ძაღლს. სეირნობისას აუცილებლად მიმაქვს პოლიეთილენის პარკი და ვცდილობ ჩემი უსაყვარლესი კესით, არავინ შევაწუხო. თქვენ გეტყობათ არასოდეს გყოლიათ ძაღლი. არ იცით რამხელა სიყვარული და ბედნიერება მოიკელით.არ იცით როგორი ერთგულება და სიყვარული იციან. დამიჯერეთ, ადამიანებზე გაცილებით მეტი და რა გასაკვირია, ბევრ ვითომ ადამიანს, ჩემი კესი მერჩივნოს.
Nino
adamiani ყველაფერში გეთანხმები...
მიმი-s
ნოემბრის თვეში დედინაცვალის რისხვას გაქცეული, მეშინოდა, ვითომ ,,მამასაც" რომ არ ვეცემე (მისი 1 წლის ბავში ხელიდან გამივარდა, მე 6 წლის ვიყავი) მინდორში უპატრონო ძაღლს და მის ლეკვებს მივაკითხე, მთელი ღამე ლეკვებთან ერთად მათბობდა ძაღლი, მახსოვს ადგებოდა და ზურგიდან მომიწვებოდა, ხან ფეხებთან. დილით მენახირეებმა მიპოვეს ცოცხალ-მკვდარი, ამბობდნენ, ძაღლი შემოგვყმუოდა და რაღაცას გვანიშნებდაო, სხვა ძაღლიც მახსოვს, ჩუტყვავილა მქონდა, სახე სულ დამუწუკებული, სულ თავ-პირს მილოკავდა, ეხლაც მიკვირს ინფექვია და რაიმე დაავადება რომ არ შემეყარა... ასე, რომ მე ბევრ ბოროტ ადამიანს უპატრონო ცხოველები ბევრად მირჩევნია, რა მოხდება, რომ ლიფტი მორიგებით გაწმინდოთ და ეზოც ფეკალიებისგან გაასუფთავოთ, რა ქნას ძაღლმა თვითონ ხომ ვერ გაასუფთავებს?!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?