მძარცველებისგან წართმეული ფული ძაღლმა დააბრუნა...ასე გადაუხადა მან პატრონს მადლობა
მძარცველებისგან წართმეული ფული ძაღლმა დააბრუნა...ასე გადაუხადა მან პატრონს მადლობა
უპატრონო ძაღლისა და ჩიკაგოში მცხოვრები ედუარდ ფორდის შეხვედრა, როგორც აღმოჩნდა, შემთხვევითი არ ყოფილა. მაღაზიის მეპატრონემ ერთ დღეს გამხდარი და გამოფიტული ძაღლი შეამჩნია. ცხოველი საცოდავი თვალებით უყურებდა გამვლელებს - თითქოს საკვებს ითხოვდა... ედუარდს ძაღლი შეეცოდა და მისი გაგდება არ უცდია.

მას შემდეგ, მამაკაცი ძაღლს ყოველდღე კვებავდა და ძალიან მალე ცხოველი ედუარდს იმდენად შეეჩვია, რომ პატრონად თვლიდა. ოთხფეხა ბინადარი რამდენიმე თვის შემდეგ შესანიშნავ ფორმაში იყო. მან წონაში მოიმატა, მხიარული გახდა და მის თვალებში იმედი გაჩნდა.

მაღაზიის მომხმარებლები ყოველდღე ერთსა და იმავე სურათს
ხედავდნენ: ედუარდის გვერდით ყოველთვის იყო ულამაზესი შავი ძაღლი და ერთგულად უყურებდა თავის პატრონს თვალებში. ცხოველი
მყიდველების მიმართაც სითბოს გამოხატავდა, სანამ მაღაზიაში მძარცველი არ მივიდა.

ერთ საღამოს მაღაზიაში მამაკაცი დანით შეიჭრა. ის ფულს ითხოვდა. ედუარდმა მთელი დღის ნავაჭრი ფული პარკში მოათავსა და მას გადასცა. სწორედ ამ დროს ძაღლი, რომელმაც პატრონის მიმართ საფრთხე იგრძნო, მამაკაცს მივარდა. დამნაშავეს შეეშინდა და დანა დაუვარდა. მან პარკი სწრაფად აიღო და მაღაზიიდან გაიქცა, მაგრამ ცხოველი დამნაშავეს გაეკიდა.

რამდენიმე წუთის განმავლობაში ედვარდი შოკურ მდგომარეობაში იყო, თუმცა, მამაკაცს ახალი სიურპრიზი ელოდა. მაღაზიაში დაბრუნებულ ძაღლს კბილებით ფულით სავსე პარკი ეჭირა. ის პატრონს უყურებდა და სიხარულით კუდს აქიცინებდა, თითქოს ამბობდა "მიყურე, როგორი მამაცი ვარ!"

რამდენიმე საათის შემდეგ მძარცველი პოლიციამ დააკავა. მას შემდეგ, ედვარდი თავის ოთხფეხა მეგობარზე უზომოდ არის შეყვარებული და სხვადასხვა სიურპრიზით ანებივრებს. იგი ბედნიერია, რომ ოდესღაც ძაღლი სიკვდილისგან იხსნა.

თქვენი შინაური ცხოველი როგორ მოიქცეოდა, თუ აღმოაჩენდა, რომ საფრთხეში ხართ?

ასევე იხილეთ:

მძარცველებს ეგონათ, რომ სახლს გაქურდავდნენ, მაგრამ ასეთ დასასრულს არ ელოდნენ

პოლიციელმა ძაღლმა მძიმე ჭრილობები მიიღო, როდესაც საკუთარ მეწყვილეს იცავდა

კატამ საკუთარი სიცოცხლის ფასად პატრონი მძარცველებისგან იხსნა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?