სამფეხა ძაღლმა პატრონი თვითმკვლელობისგან იხსნა
სამფეხა ძაღლმა პატრონი თვითმკვლელობისგან იხსნა
სალუკის ჯიშის ძაღლმა სახელად ნიკიმ 51 წლის პატრონს- მიკალუ ფილდს სუიციდის მცდელობა გადააფიქრებინა. გადამწყვეტ წუთებში, სამფეხა ძაღლმა ქალს ნება არ მისცა თავი მოეკლა - წერს საინფორმაციო სააგენტო Metro..

გამოცემის ინფორმაციის თანახმად, ქალი დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა დაავადებით იტანჯებოდა. მას აწუხებდა კლაუსტროფობია, აგორაფობია და ართრიტი. ასევე, ის ებრძოდა ელერსის- დანლოსის სინდრომს და პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას.

გარკვეულ მომენტში ქალი მიხვდა, რომ დაავადებების დაძლევა არ შეეძლო. იმ დროს, როცა თვითმკვლელობისთვის ემზადებოდა, ნიკი მას მიუახლოვდა და თათი ძლიერად  დაარტყა.

Zooclub

"ნიკიმ ხელზე ძლიერად დამარტყა. გაოცებული დავრჩი, რადგან ასეთი
რამ მანამდე არასოდეს გაუკეთებია. მან გადამაფიქრებინა თვითმკვლელობაზე ფიქრი. როდესაც ნიკის თვალებში ჩავხედე, მივხვდი, რომ მის
მარტო დატოვებას ვერ შევძლებდი"- იხსენებს ფილდი.

Zooclub

პატრონის თქმით, ნაავარიები ძაღლი, რომელმაც ერთი თათი დაკარგა, ექვსი თვის წინ აიყვანა. შინაური ცხოველი არაერთხელ დახმარებია ქალს პანიკური შეტევის და დეპრესიის დროს.

ასევე იხილეთ:

პატრონს ძაღლი სახელმწიფომ მოუკლა, რის შემდეგაც მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე

უსახლკარო კატამ ომის ვეტერანი თვითმკვლელობისგან იხსნა - ნახეთ საოცარი მეგობრობის ისტორია!

ბიჭმა გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა და ოთახში დაბრუნდა...მაგრამ ამ დროს მისი ძაღლი ჩაერია



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?